პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლეთისგან, უპრეცედენტოა, ისევე როგორც ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაეკისრა ომის დაწყებისთვის.
21 თებერვალს პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე დაწერილი ღია წერილი, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათ შორისაა “პროფესორთა ლიგაც”. ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მესტიის მუზეუმის დირექტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში თვეზე მეტია აღარ გადის საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა”. კვირის შემაჯამებელი, პოლიტიკურ-სოციალური შინაარსის გადაცემა შეუმჩნევლად, სარედაქციო ჯგუფის და არხის ხელმძღვანელობის ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა ეთერიდან.
„შეურაცხყოფილები ვართ”, - ასე იწყებენ საუბარს ეროვნული მუზეუმის ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა კვლევითმა პროექტებმაც რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში 1 თვის წინ გაიმარჯვა.
ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც პანდემიის დაწყების მომენტიდან არის ჩართული კოვიდის მართვაში და წლებია ავარიულ, ნაქირავებ შენობაში იღებს პაციენტებს, ახალი მისამართი გამოუჩნდა: ლუბლიანის 70.
თბილისში, ლეონიძის ქუჩის 8 ნომრის პირველი სართულის ფანჯრებიდან დაცარიელებული ხის მასიური კარადები, იატაკზე მიმოფანტული ქაღალდის ნარჩენები და დაბზარულ კედლებზე კანტიკუნტად შემორჩენილი ფოტოები ჩანს.
იმის გამო, რომ საქართველოში ტყის ნაწილს ტყის სტატუსი არ აქვს, სახელმწიფო, უსტატუსო ტყეებს, რომელიც მას ეკუთვნის, იოლად ყიდის. გაყიდული ტყიანი მიწების ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს, რაც კერძო მფლობელებს მშენებლობის ნებართვის უფლებას აძლევს.
იოსებ ჭუმბურიძემ, კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეშფოთებული პოსტი მიუძღვნა მწერალ თამთა მელაშვილის ბოლო რომანს "შაშვი, შაშვი, მაყვალი". პოსტი ზოგმა ცენზურის მცდელობად მიიჩნია, ზოგმა არაპროფესიონალიზმად, ზოგმაც ცუდად შესრულებულ დავალებად.
28 იანვარს ერთი წელი გადის, რაც სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
„ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტყამს პოლიციელი ქალს სახეში”, „პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”,„პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა”, „ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს”-ეს ქართული ახალი ამბების სათაურებია.
2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად სიღარიბე თვალსაჩინო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც მოსახლეობის 46%-ს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.
უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, “HUMAN RIGHTS WATCH”-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უფლებების მიმართულებით 2021 წელს აჯამებს. ანგარიშში, სადაც საქართველოს 7 გვერდი ეთმობა, ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკუსვლა იყო.
პირადი ან ოჯახებით დასვენების მსურველი სხვა ნაცნობების გამოცდილების მიხედვით ეს ასე ხდება: იწყებ სასტუმროებსა და გასაქირავებელ სახლებში რეკვას და მალევე ხვდები - ზოგ ადგილზე იმდენი დამსვენებელია, პანდემიის პირობებში უსაფრთხოება უნდა დაივიწყო;
ყაზახეთში დარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ, საქართველოში მყოფი ყაზახები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან - საპროტესტო ამბოხის, მთავრობის გადადგომისა და ყაზახეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გადაიდო ფრენები, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი, ჭირს სატელეფონო კომუნიკაციაც.
იღებს თუ არა ხელისუფლება კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულ კანონებს? რამდენად სახიფათოა ასეთი პრეცედენტები საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის? ამ თემაზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილებას მოჰყვა.
წლის ბოლოს ეროვნული პრემია მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და “კარტოგრაფების საქმის” ბრალდების მნიშვნელოვანმა მოწმეებმა, თედო გორგოძემ და ნოდარ ხორბალაძემ, პუბლიკაციისთვის “ოფიცრის ატლასი.”
2021 წელს, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უმეტესად დისტანციურად, ტელეფონით ჩატარდა. თუმცა NDI-სა და IRI-ის წლის დასაწყისსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები შეიძლება მაინც გამოდგეს იმის დასანახად, რა მოსწონდა, რა სურდა და რა სჭირდებოდა ხალხს გასულ, 2021 წელს.
სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას ერთი წელი რჩება 2022 წლის დეკემბრამდე.
ჩამოტვირთე მეტი