პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის 4 მაისს გამოცემული განკარგულებით, საზეიმო ღონისძიებები - კონცერტები, გამოფენები და ბაზრობები, 26 მაისს, 15 ქალაქში გაიმართება. თბილისში ამას ჯარისკაცების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია დაემატება.
„ერთ-ერთმა კონკურსანტმა დაგვირეკა და გვითხრა, გასაუბრება მაქვს და სად ხართო? ამაზე გადავირიეთ”, - ამბობს მწერალი და რეჟისორი, ბესო სოლომანაშვილი. ის ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო, რომელშიც დებიუტანტი რეჟისორები მონაწილეობდნენ.
დიდი ალბათობით, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი წესი შეიცვლება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად უადვილებს.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები, უმეტესად სტუდენტები, აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, შეეცვალა ქართული ენის სტატუსი და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.
სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების ხარჯები შეისწავლა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
საქართველო, 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით - საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია 11 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა, რაც არაერთმა მედიასაშუალებამ და მთავრობის მხარდამჭერმა გვერდმა გაავრცელა.
უკრაინის ომში რუსების ჩადენილ დანაშაულებს შორის ერთ-ერთი მაროდიორობაა. დაცარიელებულ, გადამწვარ დასახლებებში რუსი ჯარისკაცები იპარავენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებათ. შემდეგ კი, ტელეფონით ახლობლებს სამშობლოში უყვებიან ამბებს უკრაინელებზე, რომლებსაც უკეთესი სახლები, სასმელი და ტანსაცმელი აქვთ.
პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” შემომწირველთა რაოდენობა იზრდება. ანტიკორუფციული მოძრაობის კვლევა აჩვენებს, რომ შემომწირველთა შორის არიან როგორც ყოფილი საჯარო მოხელეები, ასევე მეწარმეები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.
კულტურის სამინისტრომ საშიშად მიიჩნია ეროვნული მუზეუმის სხდომის ოქმების გასაჯაროება და დასაჯა თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. თავად სამინისტრომ ინფორმაციის გაცემა და მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ფაქტობრივად შეაჩერა მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა.
ღიად პრორურუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობას” 2022 წლის 10 მარტამდე 41-მა ადამიანმა შესწირა ფული. ყველა მათგანისთვის ეს პირველი პოლიტიკური შემოწირულობაა. ოფიციალური რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ პარტიას ამ გზით 36 675 ლარი აქვს მიღებული.
7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან.
1 მარტს, საღამოს 6-ის 20 წუთზე საბა ჯაჯანიძემ ფეისბუქში გაბრაზებული პოსტი დაწერა და მეგობრებს გაუზიარა რას ფიქრობდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც ქვეყანა სახიფათო მიმართულებით მიჰყავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან კომპანიები არიან. რუსული კომპანიების უმეტესობა 2013-2020 წლებში დარეგისტრირდა საქართველოში.
საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ავტოკეფალიის აღიარებას მედგარ წინააღმდეგობას უწევს;
ჩამოტვირთე მეტი