პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების განახლებიდან ორი კვირის შემდეგ, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შესაძლოა სანქციები დაუწესოს “ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს, მის ძმას და თავად ავიაკომპანიასაც.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე დღეს, 2 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვქვეშ დგება თბილისის კინოფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა.
იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში წარმოადგენს, 2023 წლის პირველ სამ თვეში 5 მილიონი ლარით მეტი თანხა დახარჯა იურიდიულ მომსახურებაში, ვიდრე მთელი 2018 წლის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ბიოკოტი ქართულ ავიაკომპანია „აირზენას“, რომელმაც რუსეთთან აღდგენილი საჰაერო მიმოსვლის შემდეგ პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისი 20 მაისს შეასრულა.
აქტივისტმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე საქართველოს წინააღმდეგ.
ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელი ავიაკომპანიები გამოთქვამენ სურვილს და მზაობას, შეასრულონ პირდაპირი რეისები რუსეთიდან საქართველოში და პირიქით.
2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა თანამშრომლების სოციალურ დახმარებაზე, ფულად ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებზე. ეს თანხა დაუსაბუთებლად გაიცა, - მიიჩნევს აუდიტის სამსახური.
პარლამენტმა შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს განხილვა საკანონმდებლო ინიციატივის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ქუჩაში გამოსვლის თავისუფლება და ხელისუფლებას საშუალება მისცეს დამნაშავედ აქციოს ყველანაირი საპროტესტო აქციის მონაწილე, მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი დემონსტრანტის გამოკლებით.
კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი მინისტრს დისკრიმინაციულ მიდგომასა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის.
28 აპრილის დილას თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გასულ ღამეს აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტმა მამუკა მელაძემ თავი ჩამოიხრჩო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. ღონისძიების ანონსში წერია, რომ მთავარი ფოკუსი ლიბერალებისთვის კოშმარის მოწყობა იქნება და ამას ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანება უზრუნველყოფს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელზეც დადასტურებულად ვიცით, რომ დეტალურად სწავლობდა საკუთარი სისტემის შიგნით დასაქმებული ათობით ადამიანის ციფრულ ისტორიას და ინახავდა მათ ციფრულ ნაკვალევს.
თითქმის ერთი თვეა, გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას ხელფასებს სთხოვენ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა - აქ სკვერი შენდება. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.
ჩამოტვირთე მეტი