პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციელის ავტომობილის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს პირველად მოინახულეს ადვოკატებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ პატიმარს იძულებით გადაპარსეს თავი.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ დღეს, 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აუდიტის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის მუშაობის შესახებ დასკვნა 24 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც უწყებას აქვს არასაკმარისი აღჭურვილობისა და მოუწესრიგებელი მართვის მხრივ. დასკვნა 2019-2020 წლების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ თვალშისაცემად გაზარდა ექსპორტი როგორც რუსეთთან, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მეზობლებთან სავაჭრო ნაკადების ზრდა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პუტინი სანქციებისთვის გვერდის ავლას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახმარებით ახერხებს.
ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსეთში უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და დევნიან. ნაწილი საქართველოში გამორბის, თუმცა მესაზღვრეები მათ უკან აბრუნებენ. არც შემოშვებულებს აქვთ გარანტია, რომ საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებენ.
“რას გამოეთრიეთ, ვერაფერს მიაღწევთ, რა ევროპა მოგინდათ, რად გინდათ ევროპა, თქვე საყურიანებო, თქვე შეღებილთმიანებო, მეუბნებოდნენ სპეცრაზმელები და მცემდნენ”, - უყვება რადიო თავისუფლებას ირაკლი ნონიაშვილი.
რადიო თავისუფლება ჯვრის ფასადის კონსერვაციის პროექტის ხელმძღვანელთან, ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომელ დავით ხოშტარიასთან ერთად ჩავიდა მცხეთაში. პროექტი, რომელიც მას ამ ძეგლზე უნდა განეხორციელებინა, 15 თვეა ვერ იწყება კულტურის სამინისტროს მხრიდან ნებართვის გაუცემლობის გამო.
28 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მოწმე, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ლევან წურწუმია.
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის რეაბილიტაციას საპატრიარქო ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ 24 თებერვალს გამოცხადდა შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი, ეპისკოპოსები, მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
მინიატურული წიგნაკი ტყავის ყდით, მეტალის ოქროსფერი ორნამენტებით და გაყვითლებული ფურცლებით, ერთდროულად ერთი ქალის ოჯახური ქრონიკაცაა და საქართველოს გასაბჭოების პირველი დღეების არტეფაქტიც.
საქართველოს გასაბჭოებიდან 103 წლის შემდეგ ჩვენს ხელში აღმოჩნდა 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრის, იოსებ ჯანდიერის დედის, სოფიო ქობულაშვილის დღიური, რომელსაც ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში სათუთად ინახავდა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია DFRLab აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც აანალიზებს საომარი მოქმედებების დაწყებამდე და ომის დროს რუსეთის მიერ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ნარატივებს.
გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან”, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში სანდრო სულაბერიძის კედელზე დატოვებული წარწერით მოექცა, დაგეგმილზე სამი კვირით ადრე დაიხურება - მიზეზი ხელოვანების პროტესტი და სოლიდარობაა.
13 თებერვალს კულტურის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შევიდა, სვიმონ დადიანის ტილოები კედლებიდან ჩამოხსნა, საგულდაგულოდ შეფუთა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკმაყოფილების მიუხედავად რეზიდენციიდან გაიტანა.
9 თებერვალს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაასაჯაროვა დასკვნა გელათის შესახებ, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზეა შედგენილი.
ჩამოტვირთე მეტი