პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. ამ სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, - თქვა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე ცხინვალის იზოლატორშია საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე. კვლავ დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი.
რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა განაახლა დისკუსია სამაშველო ვერტმფრენების შესახებ. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
3 აგვისტოს, დღის ოთხი საათისთვის, მედიაში პირველი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ რაჭაში, კურორტ შოვთან, დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა და ერთ-ერთი სასტუმროს 16 სტუმარი დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს.
ბათუმს საპროტესტო აქციების ფონზე, ორჯერ ესტუმრა სოჭიდან თურქეთისკენ რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო ხომალდი ASTORIA GRANDE. ესაა მაქსიმუმ 1 229 მგზავრზე გათვლილი ლაინერი 590 კაბინით, რომლის სიგრძეც 193 მეტრია და სიგანე 32. ხომალდს აქვს 11 გემბანი, 3 რესტორანი, 6 ბარი და 1 გარე აუზი.
ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 15 სოფლის მოსახლეობა წლებია ფაქტობრივ სატრანსპორტო ბლოკადაშია მოქცეული.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მკვეთრად გაზარდა ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან - ყირგიზეთსა და ყაზახეთთან. 20 ივლისს აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა 120-მდე კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ქვეყანაში შესატანად აკრძალული პროდუქტებით მომარაგებაში ეხმარება.
საქალაქო სასამართლოში განახლდა ერთი თვის წინ პარლამენტის წინ, მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების პროცესი. 5 ივლისს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ სამი მოწმე პოლიციელი დაკითხა და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. პრემიერმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.
“შეიძლება, არ დაგვეკავებინა. რომ ეღიარებინა, ხელწერილის საფუძველზე გავუშვებდი, რომ ეთქვა, რომ აი, ბიჭებო, რაღაცა… არ აღიარა” - უთხრა სასამართლოს 23 ივნისს პოლიციელმა დავით ქეშელაშვილმა საბა ბრაჭველზე, რომელიც 2 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან დააკავეს ხელში საპროტესტო წარწერით.
შაბათ დილით, Სანამ ბორჯომთან ახლოს, სოფელ მზეთამზეში. ბანაკს აგრესიულად განწყობილ მოქალაქეთა ჯგუფი დაესხმებოდა თავს, გორთან ახლოს, ავტობანზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
2022 წლის ზაფხულში რამდენიმე დღე იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში გავატარე. ჩემს ეზოშიც და მეზობლებთანაც ონკანში მხოლოდ მღვრიე წყალი მოდიოდა, უსიამოვნო სუნით. ათეულობით ოჯახი ამ წყალს სვამდა, ამ წყლით ამზადებდა საკვებს, იყენებდა დასაბანად, ჭურჭლისა და სარეცხის გასარეცხად...
ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შემდეგ ეროვნული კინოცენტრის რეორგანიზაცია ექცევა ყურადღების ცენტრში. არც ცენტრის ხელმძღვანელობა და არც სამინისტრო არ განმარტავენ რეორგანიზაციის მიზანს. კინოში მომუშავე ადამიანები შიშობენ, რომ ცვლილებები სისტემას უფრო ჩაკეტილს გახდის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დაიწყო 2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 5 დემონსტრანტის საქმეების განხილვა.
ჩამოტვირთე მეტი