ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვიდა გაეროს მიერ ორგანიზებულ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვარაუდით, თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო.
თურქეთის ავიაგამანადგურებლების მიერ 24 ნოემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ პირველად დააყენა ერთმანეთის პირისპირ ნატოს წევრი ქვეყანა და რუსეთი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფო.
პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ წამყვანი ამერიკული და ევროპული გამოცემები ერთხმად ალაპარაკდნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად დაწყებულ ბრძოლაში რუსეთის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე, თუმცა კვლავ მწვავე უთანხმოების საგანია რუსეთის, როგორც პარტნიორის, სანდოობა.
პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთი მუშაობს საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის შერბილებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გააფრთხილა საზოგადოება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.
რა დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება პარიზის ტერაქტის შემდეგ და რამდენად რეალურია ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინააღმდეგ?
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ 17 ნოემბრიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას წარუდგინა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
ექსტრემისტების დროშით მოქმედ თვითმკვლელთა და ტერორისტთა მიერ გააქტიურებულ იერიშებს დასავლეთმა კიდევ უფრო მტკიცე და ერთიანი სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს, - ასეთია ამერიკული და ევროპული მედიის დამოკიდებულება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ საფრანგეთში მოწყობილი სისხლიანი ტერაქტის მიმართ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანის სასამართლომ საპატიმროდან გაათავისუფლა უფლებადამცველი არიფ იუნუსი, რომელიც აცხადებს, რომ „არ აპირებს გაჩუმებას“.
ნოემბერში ზუსტად 6 წელიწადი შესრულდა, რაც ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფება და მიუხედავად დანაკარგებისა, საქართველომ შეიძლება კიდევ ერთი წლით დატოვოს კონტინგენტი ავღანეთში.
საქართველოში რეზერვის ახალი სახეობის, კიბერრეზერვის მომზადება იწყება. პროგრამა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა, თავდაპირველად პროექტის განხორციელებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით ითვალისწინებს.
ნოემბერში ზუსტად ექვსი წელიწადი შესრულდა, რაც ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფება.
ეგვიპტის საგამოძიებო ჯგუფის ანონიმი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას იძიებს, აცხადებს, რომ საფრენი ხომალდის დაღუპვის მიზეზი ბომბი გახდა.
მიმოხილვას დავიწყებთ „ტაიმსში“ გამოქვეყნებული ცნობილი ანალიტიკოსისა და რუსეთის ექსპერტის ედვარდ ლუკასის სტატიით, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი ცდილობს ახსნას, თუ რატომ წალეკა დასავლეთის მედიასივრცე რუსეთის პროპაგანდამ და რატომ ვერ უპირისპირდება ეფექტიანად დასავლეთი რუსეთის მძლავრ პროპაგანდას.
ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ამყარებს ვერსიას, რომ, სავარაუდოდ, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული ადგილობრივი ეგვიპტური დაჯგუფების მიერ დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია რუსეთის კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა არმენ ერიციანმა განაცხადა, რომ სოფელ სტეფანავანში ძველი აეროდრომის გარემონტება და მასზე რუსული შვეულმფრენების განლაგება იგეგმება.
პრეზიდენტმა პოროშენკომ 3 ნოემბერს მოაწერა ხელი უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 6 ოქტომბერს მიღებულ კანონს, რომელიც კიევს შესაძლებლობას მისცემს უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე დააკომპლექტოს რამდენიმე ახალი ქვედანაყოფი და აიცილოს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების მობილიზება.
ქმნის თუ არა რუსეთი, საქართველოს მეზობელ სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტეფანავანში, ახალ სამხედრო-საავიაციო ბაზას?..
კვირას, 1 ნოემბერს, ბერლინში, მოხუცთა სახლში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გიუნტერ შაბოვსკი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი ელიტის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი.
ჩამოტვირთე მეტი