ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
მოლდავეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე.
„ახლოვდება თუ არა ომი ბალკანეთზე“ - ამ სათურით ბეჭდავს „ფორინ პოლისი“ ჯეიმს ლიონის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შექმნილ რთულ ვითარებაზე, შემდგომი ესკალაციის საფრთხესა და ამ ჩანაფიქრის უკან მდგომი ძალების რეალურ გეგმებზეა საუბარი.
საქართველოში დასრულებულმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმმა, არაერთი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეს, ანალიტიკოსსა და მკვლევარს მოუყარა თავი.
25 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მიჩნეული იყო როგორც უკრაინის „პეტრო პოროშენკოს“ მმართველი კოალიციის გაძლიერების ერთგვარი ტესტი რეგიონებში.
განვლილი კვირის მიმოხილვას დავიწყებთ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის თაობაზე ამერიკულ გამოცემა „ფორინ ეფეარსში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური პუბლიკაციის მიმოხილვით.
ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიში 20 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ სარმინში.
საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ინსპექტირება და მისი განცხადება, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ შეძლებენ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადასვლასო.
ბოლო ხანებში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი აშკარად გადაფარა სირიამ, სადაც რუსეთის საავიაციო იერიშებს ურთიერთგამომრიცხავი შეფასება ეძლევა დასავლეთის მედიაში.
რა გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას სირიაში განვითარებული მოვლენები?
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სირიის არმიამ, რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ქალაქ ჰომსზე, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე მისიის უფროსი მრჩევლის პოსტზე.
„პუტინის ომი“ - ასე ეწოდება „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც, ერთი მხრივ, გაანალიზებულია იმ ომის მიზანი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშების საშუალებით.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს მსოფლიოს ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში გულშემატკივრობდა ქართველი ჯარისკაცების ქვედანაყოფი.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი გაგრძელდება ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
რუსეთის სამხედრო ავიაცია მერვე დღეა განაგრძობს, როგორც მოსკოვი უწოდებს, იერიშებს ტერორისტთა სამხედრო ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და კომუნიკაციის საშუალებებზე, თუმცა სირიის მეზობელ თურქეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება რუსეთის მოქმედებების გამო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც, სამხედრო უწყების მესვეურთა ჩანაფიქრით, იმ „სუსტი წერტილების“ გამოვლენას და აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რაც შეიარაღებულ ძალებში დაგროვდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „მიუღებელია“.
უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება რუსეთის საავიაციო იერიშები სირიაში, რასაც „ვაშინგტონ პოსტში“ საავტორო სტატია მიუძღვნა ცნობილმა კომენტატორმა ფარიდ ზაქარიამ, რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ უჭერს მხარს აშშ-ს იმ ფონზე, როდესაც სრულიად ნათელია როგორც რუსეთის მიზანი, ისე მისი მომხრეების ვინაობა.
სამთავრობო ძალების მიერ წამოწყებული კონტრიერიშის მიუხედავად, რამდენიმე თალიბი კვლავ რჩება ქალაქ ყუნდუზში, რომელიც ცოტა ხნის წინ მთლიანად დაიკავა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ.
ჩამოტვირთე მეტი