ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, ასეთი ტერორიზმი სირიაში მიმდინარე ომისა და ხელისუფლებაში წარმოქმნილი ვაკუუმის შედეგიაო.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, სტამბოლის ცენტრში, სავარაუდოდ, სირიული წარმომავლობის თვითმკვლელმა მოაწყო ტერაქტი.
8 იანვრის „ნიუ იორკ ტაიმსში“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყურადღებას იმ მძიმე შედეგებზე ამახვილებს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალ შეძენას ახლავს, ხოლო 6 იანვრის „პროჯექტ სინდიკატში“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის უპირატესობაზე მსჯელობს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ „თავდაცვითი ომი“ უწოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის გამანადგურებელ იერიშებს სირიაში.
“პატარა ერები დიდ როლს თამაშობენ ავღანეთის სამხედრო მისიაში“, - ასე შეაფასა გასული წლის ბოლოს ცნობილმა ამერიკულმა სამხედრო გამოცემა „სტარს ენდ სტრაიფსმა“ ქართველი ჯარისკაცების მოქმედება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
ამას წინათ პრაღაში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე ჩეხეთში მცხოვრებმა და მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ქირურგმა, ვანო ჩაჩხიანმა, სათვისტომოს წევრებს თბილისიდან სტუმრად ჩამოსული თავისი და, ექიმ-სტომატოლოგი, ლიკა ჩაჩხიანი გააცნო.
მიხაილ ხოდორკოვსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოსგან ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მანამდე რუსეთმა გასცა ხოდორკოვსკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.
20 დეკემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ვეტერანებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს მაღალი სტუმრები არ აკლდა, მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე ძველი და ახალი თაობის გვარდიელებს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა პირადად მიულოცეს.
21 დეკემბერს აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ე. წ. „მცურავი კურსი“ გამოაცხადა ეროვნულ ვალუტაზე, რასაც მანათის მეყსეული დევალვაცია და ქვეყანაში სასაქონლო დეფიციტი მოჰყვა.
პრაღაში მცხოვრებ ცნობილ ქართველოლოგს, მეცნიერსა და მთარგმნელს ვაცლავ ჩერნის საქართველოს სახელმწიფოს ჯილდო „ღირსების ორდენი“ გადაეცა.
მოსკოვი მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ეს განცხადება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ვლადიმირ პუტინს საქართველოს ხელისუფლების გული მოეგო.
"დაბრკოლების ზოლის" სტუმარია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში.
ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის დაპირისპირებაში ახალი მძლავრი პოლიტიკური მოთამაშე ჩაერია, შინაგან საქმეთა მინისტრის სახით.
ახალი ევროპის თემაა საფრანგეთში კვირას გამართული რეგიონული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა ფრონტმა“ და მისმა ლიდერმა მარინ ლე პენმა, რომლებიც პირველი ტურის ლიდერები იყვნენ, ვერც ერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კიევსა და ხარკოვში, წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც, გამოძიების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.
სვიატოსლავ ბოიკოს, რომელიც საკუთარ თავს მოხალისე მომღერალს და „კულტურული ფრონტის მებრძოლს“ უწოდებს, იცნობს ლამის ყველა უკრაინელი ჯარისკაცი და მოხალისე მეომარი, ვისაც ე. წ. ატო-ს, ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტული ოპერაციის, ზონაში შეუსრულებია საბრძოლო დავალება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "ტერაქტი" უწოდა კალიფორნიაში გასულ კვირაში მოწყობილ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა.
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრში მომხდარი თავდასხმისა და სროლის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 17 დაშავდა.
დღევანდელ ყოველკვირეულ მიმოხილვას დავიწყებთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული სტატიით, რომლის ავტორიც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსია.
საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში ნაჩვენები პროგრესის აღიარების მიუხედავად, უცნობია, თუ როდის გაწევრიანდება ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
ჩამოტვირთე მეტი