ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
სულ მცირე 12 ადამიანი - მათ შორის 7 სტუდენტი - ემსხვერპლა თავდასხმას, რომელიც შეიარაღებული მოიერიშეების მხრიდან 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის შენობაზე.
24 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა.
2010 წლის შემოდგომაზე „ენვერის“ ჯაშუშთა გახმაურებულ საქმესა და 2012 წლის აგვისტოს ლაფანყურის სისხლიან სპეცოპერაციას 22 აგვისტოს კონტრდაზვერვის მიერ აღკვეთილი ტერაქტის მცდელობა დაემატა.
19 აგვისტოს პოსტი დატოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა.
არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებს თან ახლავს თავდასხმები, რომელთა სამიზნე პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები არიან. აღმოსავლეთ თურქეთში 18 აგვისტოს მომხდარ აფეთქებებში სულ მცირე 9 პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა.
საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე შავ ზღვაზე მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, როდესაც ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ვეღარ შეძლეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა.
საქართველოს მთავარი სამხედრო ინჟინერი და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - „რეფლექტორული ანტენის“ ავტორი, გენერალი ელგუჯა მეძმარიაშვილი იუბილარია.
გასული კვირის უცხოეთის მედიის ყურადღების ცენტრში იყო კვირის დასაწყისში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში
რუსეთში მყოფმა თურქეთის ლიდერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებისადმი გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რუსეთის პრეზიდენტს და მას რამდენჯერმე „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.
ყველა საომარი კონფლიქტი ერთმანეთს წააგავს და მას წინ უძღვის რამდენიმე ეტაპი: მილიტარისტული რიტორიკა, ინფორმაციული ომი, სამშვიდობო ფორმატის დეგრადაცია, დიალოგის გაწყვეტა, ვითარების ესკალაცია და სამხედრო ძალის ამოქმედება. 2008 წლის 7 აგვისტომდე ყველა ეს ელემენტი მკაფიოდ გამოიკვეთა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის გასული წლის ნოემბრიდან შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას.
2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ესკალაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ისევე ჩაცხრებოდა, როგორც 2004 წლის ზაფხულში.
მიმდინარე კვირაში მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-საკენ, სადაც დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც სოციალურ ქსელ „ვიკილიკსში“ დემოკრატიული პარტიის ლიდერთა ათასობით პირადი იმეილის გამოქვეყნებამ გამოიწვია.
ერევანში უკიდურესად დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა პირებმა 26 ივლისს მძევლად აიყვანეს სასწრაფო დახმარების ოთხი თანამშრომელი.
რამდენად აძლიერებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საერთაშორისო საზღვაო სწავლება „სი ბრიზ 2016“, რომელსაც სახიფათო სიახლოვიდან ადევნებს თვალს რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტი?
საქართველოს ხელისუფლებამ 27 ივლისს ერთხმად დაგმო სოფელ კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ.
დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სენატორმა ბერნი სანდერსმა მგზნებარედ დაუჭირა მხარი თავის პოლიტიკურ მეტოქეს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს.
კრემლის ქება დაიმსახურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ, არ აუკრძალოს რუსეთის გუნდს წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა დოპინგით სარგებლობის სახელმწიფო სისტემის გამო.
ვითარება კვლავაც დაძაბულია სომხეთის დედაქალაქში, სადაც წუხელ 45 კაცი დაშავდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებაში.
ვარშავის სამიტის წინ თბილისში სასწრაფო წესით გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), რაც, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასებების ცენტრის მსგავსად, უელსის სამიტზე დეკლარირებული „არსებითი პაკეტის“ შემადგენელი ნაწილი იყო.
ჩამოტვირთე მეტი