ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
საფრანგეთის ხელისუფლებამ კიდევ სამი თვით გააგრძელა ქვეყანაში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.
საერთაშორისო მასშტაბის სენსაციად იქცა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ლონდონის ყოფილი მერისა და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერის, ბორის ჯონსონის, დანიშვნის თაობაზე.
9 ივლისს ვარშავაში დასრულდა ნატოს სამიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად არის ერთმანეთს დაშორებული ალიანსისა და რუსეთის სტრატეგიული მიზნები.
9 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში საბოლო გაწევრიანებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
ნატო აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ალიანსი მას „თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ვარშავაში ნატოს სამიტს ესწრება, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
ნატოს სამიტი ვარშავაში ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურების ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო.
7 ივლისს დაბადების დღეს აღნიშნავს ჩემი ორი მეგობარი. ნატოში შესვლა დაგბედებოდეთ-მეთქი, მივწერე. ვიცი, ამ დღეს ორივე ელოდება. მაგრამ ისიც ვიცი, საქართველოს ბევრი მოქალაქის მსგავსად, ისინიც ნელ-ნელა კარგავენ იმედს, რომ ეს როდისმე მოხდება.
რუსეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეში „ნდობის გაძლიერების“ თაობაზე და ასევე იმ შეხვედრის დეტალებზე, რომელიც ნატოს მოახლოებულ სამიტს უძღოდა წინ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკელი დიპლომატი, რომელსაც მოსკოვში მდებარე საელჩოს შენობის წინ დაცვასთან ინციდენტი შეემთხვა, ჯაშუშია, რომელიც გარკვეული სადაზვერვო ოპერაციიდან ბრუნდებოდა.
თინა ხიდაშელს ქვა იმან ესროლოს, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აქვს ფუფუნება, ფული არაფრისმომცემ პროგრამებში გადაყაროს, ხოლო საქართველოს მოქალაქე მზად არის იმისათვის, რომ ერთი წლით მოწყდეს ოჯახს, ინსტიტუტს, სამუშაოს, მეგობრებს, ზოგადად, თავისუფლად ცხოვრებას.
„ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამ ფრაზამ, სიტყვასიტყვით, ააფეთქა საქართველოს პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანს დაურეკავს - პირველად მას შემდეგ, რაც თურქეთმა შარშან ნოემბერში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
27 ივნისს კიშინიოვის სასამართლომ ფილატი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპატიმროში გადაიყვანეს.
ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის არსებობას მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას, „ბრექსიტს“, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაყოფილია.
იტალიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის პოლიტიკური, ბიზნეს და ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლებისათვის 2014 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს.
საქართველოს სამხედრო უწყების სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაასრულა არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში დადანაშაულებული ქართველი მშვიდობის დამცველების საქმის გამოძიება.
საფრანგეთში დასრულდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი. მხარეებმა ბევრ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის უმთავრესი იყო საფრანგეთის დახმარებით საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის მშენებლობა.
ჩამოტვირთე მეტი