ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
იენს სტოლტენბერგის, განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მეორე წელია მიმდინარეობს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“.
ბოლო ორ თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამომძალველი კიბერვირუსის სამიზნე ხდება სამთავრობო თუ კერძო კომპანიების, ბანკების, მსხვილი სამრეწველო კომპანიების კომპიუტერული ქსელები.
ნიკოლოზ ჯანჯღავა აცხადებს, რომ „ნატოს არსებითი პაკეტი“ და ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით აშშ-თან, ეხმარება საქართველოს ჯარს გახდეს უფრო ბრძოლისუნარიანი.
თუ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, მაშინ მერაბ ტაბიძე პირველი ქართული წარმომავლობის უცხოელი მოქალაქე იქნება, რომელიც 2017 წლის ოქტომბრისათვის დანიშნულ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
პრაღისა და ჩეხეთის მიწების არქიეპისკოპოსმა მიქაელმა წმიდა გორაზდის სახელობის ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი გიგა ტატიშვილი და პრაღაში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, დეკანოზი იოსები (გაჩავა).
ბრიუსელში, გამკაცრებული უსაფრთხოების პირობებში დაიწყო მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტმა, რომლის მსვლელობაშიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.
ბელგიის დედაქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რათა უზრუნველეყო სიმშვიდე და აღეკვეთა შესაძლო გაგრძელება იმ ინციდენტისა, რომელიც 20 ივნისს ღამით მოხდა.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიზეზები რუსეთის მიმართ ახალი სანქციის დაწესებისთვის, რომელსაც პუტინმა უშედეგო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთმა გადალახა ეკონომიკური რეცესია.
ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ბრიუსელში გამომავალი სამხედრო გაზეთ „B2”-ის მთავარი რედაქტორი, ნატოსა და ევროკავშირის საკითხების ექსპერტი, ნიკოლას გროს-ვერედი, რომელმაც თავისი აზრი გაგვიზიარა ასევე საქართველოსა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ცხადებს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის დაინტერესებული ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თავისი წევრების თანამშრომლობაზე.
11 ივნისს კოსოვოში დასრულდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტი ხმები ერგო კოსოვოს მემარჯვენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას.
ევროკავშირი სიტყვიდან უკვე საქმეზე გადადის და სერიოზულად აპირებს საკუთარი, ანუ ევროპის, შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას.
არქივების საერთაშორისო დღეს, რომელიც 9 ივნისს აღინიშნება, საქართველოს ეროვნული არქივი შეხვდა ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით“.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციაში უდგას უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დარწმუნებულია, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას
5 ივნისს თბილისის მახლობლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება, რომელიც 14 ივნისამდე გასტანს.
7 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, ჩერნოგორიის სახელმწიფო დროშა აფრიალდა ნიშნად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი.
„არსებითი მიზეზი ვერ დავინახე, თუ რატომ არ მონაწილეობდა ან პრეზიდენტი, ან მისი წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა მედიისთვის.
შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება პრემიერა მხატვრული ფილმისა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ცხოვრებას ეძღვნება.
„ნატოს ალიანსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა - ეს არის იგივე ალიანსის თითოეული წევრის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
ჩამოტვირთე მეტი