ევროკავშირი სიტყვიდან უკვე საქმეზე გადადის და სერიოზულად აპირებს საკუთარი, ანუ ევროპის, შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. „დროა დასრულდეს დაუმთავრებელ სახლში ცხოვრება“, - ასეთი მიმართვით დაასრულა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, თავისი გამოსვლა თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 9 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. ევროპელ ლიდერებს პრაღა ამ ღონისძიების მასპინძლად შემთხვევით არ აურჩევიათ.