ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
რუსეთი გეგმავს მომდევნო კვირებში, როდესაც ტესტირება ჩაუტარდება კიბერთავდასხმის წინააღმდეგ შემუშავებულ ეროვნული თავდაცვის სისტემას, დროებით კავშირი გაწყვიტოს გლობალურ ინტერნეტთან.
მინსკს არ უღიარებია სეპარატისტების სახელმწიფოებრიობა და ეს, ცნობების თანახმად, მოსკოვის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. რატომ? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.
როგორ ახერხებს ბელარუსი, ითვლებოდეს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" წევრად, მაშინ როცა ავტოკრატი ლიდერი ჰყავს და სიკვდილით დასჯა არ გაუუქმებია? როგორ ახერხებს ბელარუსის პრეზიდენტი, რუსეთი ჰყავდეს უახლოეს მოკავშირედ, მაშინ როცა იმავე რუსეთს ხმამაღლა აკრიტიკებს?
რა ბედი ელის ალექსანდრ ლუკაშენკოს დაბალანსების პოლიტიკას?
პატივი მივაგოთ მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას და არასოდეს დავივიწყოთ ის, რაც მათ დამართეს - ამ მიზანს ემსახურება ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე, რომელსაც მსოფლიო, გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 27 იანვარს აღნიშნავს.
მიუხედავად ჰოლოკოსტის საშინელებისა, ისიც ფაქტია, რომ ნაცისტების მიერ აგებული სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები, როგორც პოპულარული ტურისტული მისამართები, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, ვიდრე ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.
Arbeit macht frei - შრომა გათავისუფლებს. ეს წარწერა, რომელიც ტერეზინის შესასვლელშია გამოსახული, რამდენიმე სხვა საკონცენტრაციო ბანაკში მეორდება: ოსვენციმში, ზაქსენჰაუზენში, დახაუში. იმ ადგილებში, სადაც ადამიანების მონურ შრომას იყენებდნენ, მათ ამცირებდნენ და ანადგურებდნენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 6 თებერვალს ხელს მოაწერენ ოქმს, საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ იერარქს, სასულიერო პირებს და მრევლს, გაერთიანდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
დამოუკიდებელი უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილმა პარასკევს განაცხადა, რომ ერთიანდებიან ცენზურის წინააღმდეგ.
რომელ ძალებს ექნებათ ევროკავშირის საპარლამენტო კონტროლის უფლება 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად? ჩვენს შეკითხვებს ბრიუსელიდან უპასუხებს ევროპარლამენტარი გერმანიიდან, მწვანეთა ჯგუფის წევრი რებეკა ჰარმსი.
ჩეხმა ევროპარლამენტარმა იარომირ შტიტინამ უკვე დაიწყო სამზადისი ევროპარლამენტის მაისის არჩევნებისათვის. წარსულში ცნობილი სამხედრო ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მთავარი დევიზია - გადავარჩინოთ ევროკავშირი და არ მივცეთ მისი დაშლის უფლება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს.
პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი ვიზიტისათვის ბრიუსელის შერჩევით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ისევ დაადასტურა, რომ ქვეყნისათვის სტრატეგიული არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.თუმცა რამდენად აქტიურ მხარდაჭერას შეიძლება მოელოდეს საქართველო, მაგალითად, ევროკავშირისაგან?
რომელ ძალებს ექნებათ ევროკავშირის საპარლამენტო კონტროლის უფლება 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად?
საერთაშორისო საზოგადოებაში აზრთა პოლარიზაცია გამოიწვია კოსოვოს არმიის შექმნის გადაწყვეტილებამ, რასაც გასული წლის ბოლოს კოსოვოს პარლამენტართა უდიდესი უმრავლესობა მიემხრო.
პოლარიზებული საერთაშორისო რეაქცია კოსოვოს ხელისუფლების განზრახვაზე შექმნას საკუთარი მცირერიცხოვანი არმია მრავალ შეკითხვას ბადებს იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 წლის თავზე და რატომ მოხდა ისე, რომ 2008 წელს სერბეთისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან
კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათი წლის შემდეგ. კვირას, 20 იანვარს, 22:30-ზე უყურეთ ყოველკვირეულ გადაცემა „პერსპექტივას“, რომლის თემებია: როგორ შეუდგა კოსოვო თავისი არმიას შექმნას; რას წარმოადგენს კოსოვოს სპეციალური სასამართლო ჰააგაში;
კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათი წლის შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი