რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თბილისის 166-ე სკოლაში ცხრა აუტისტი ბავშვი სწავლობს სპეციალური პროგრამით. ბავშვებთან მუშაობენ როგორც მასწავლებლები, ასევე ფსიქოლოგები.
1 აპრილს, აწ უკვე დახურული ტელეკომპანია მე-9 არხის ჟურნალისტები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ და შეეცადნენ დაცვის წევრებისთვის პეტიცია დაეტოვებინათ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მის საფლავზე ხალხი შეიკრიბა.
თბილისში ტარდება ფერმერთა კონგრესი, რომელშიც როგორც ფერმერები, ასევე მთავრობისა და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონგრესი „ოქსფამისა“ და „ელკანას“ ორგანიზებით იმართება.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედებს პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეგიდით.
26 მარტს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
თბილისის ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ჰაერის დაბინძურება და თბილისის ეკოლოგიური პრობლემები, მწვანე არქიტექტურა, დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია.
რუსთაველი მძღოლები ქალაქის მერიისგან ტენდერის გადავადებას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სამასამდე მძღოლმა 20 მარტს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, აქცია გამართა და მხარდაჭერა ითხოვა.
20 მარტს მთავრობის კანცელარიის წინ ორმოცდაათამდე ადამიანმა გააპროტესტა საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.
როგორ აფასებენ საქართველოში ყირიმის მოვლენებს? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მოვლენებმა საქართველოზე? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ თბილისში გამოკითხვა ჩაატარა.
18 მარტს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით აქცია გაიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
გრძელდება კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომლის მიზანია მკაცრი რეგულაციით შეიზღუდოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბები.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კომპანია RMG Gold-ს ნებას აძლევს საყდრისი-ყაჩაღიანში მადნის მოპოვების სამუშაოები განაახლოს. ექსპერტთა ნაწილი ეწინააღმდეგება ამ დასკვნას.
11 მარტს ყოფილმა და მოქმედმა მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს.
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ გაჩნდა, 2012 წელს.
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ, 2012 წელს, გაჩნდა.
5 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გვანცა ასათიანი. მან ილაპარაკა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული თანასწორობის კვირეულის შესახებ, რომელიც 4 მარტს გაიხსნა და 10 დღეს გასტანს.
4 მარტს, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, თბილისში, რიყეზე ჩატარდა დისკუსია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით.
3 მარტს ორასამდე აქტივისტი შეიკრიბა თბილისის სპორტის სასახლესთან, საიდანაც ისინი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გაემგზავრნენ. იქ რუსი და ოსი სამხედროები უკვე რამდენიმე დღეა, „საზღვრის“ გავლებით არის დაკავებული, რასაც აქტივისტები საქართველოს ტერიტორიის მიტაცებად და მის მცოცავ ოკუპაციად აფასებენ.
საქართველოს ესტუმრა ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ მხარეში მისივე მოგზაურობათა აღწერას წარმოადგენს. ხუთშაბათს კაჰილი თბილისის მწერალთა სახლში შეხვდა ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს და მათ სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრში თავის გამოცდილებაზე უამბო.
ჩამოტვირთე მეტი