რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
26 თებერვალს რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. მან თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრა
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ყოველდღიურად რამდენიმე მათხოვარი ბავშვის ნახვა შეიძლება. კანონმდებლობის თანახმად, თუკი პირი ბავშვს ამათხოვრებს, ის უნდა დაისაჯოს.
19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის ქუჩებში გაზეთი გაავრცელა. გაზეთში მოცემული იყო ინფორმაცია ევროკავშირზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. კამპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
18 თებერვალს, თბილისში, ბინები გადაეცა 90 დევნილ ოჯახს. ბინები ფარული კენჭისყრით გაანაწილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
ევროსასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
14 თებერვალს თბილისში გაიხსნა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი გულიას რესტავრირებული ძეგლი.
14 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე
12 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ 50-მდე პირმა ხმაურიანი აქცია გამართა.
პირველი ქართული პორტალი, ინტერნეტტელევიზია „არტარეა“, რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს მოიცავს, დაარსებიდან თითქმის წელიწადნახევრის თავზე სატელევიზიო სივრცეში ინაცვლებს
11 თებერვალს თბილისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) წარმოადგინა გამოკვლევა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტიანობას მიმოიხილავს.
6 თებერვალს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ხაიშში ხუდონჰესის კაშხლის მშენებლობა გააპროტესტეს.
3 თებერვალს ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია-კონცერტი მოაწყო.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა.
თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებმა, რომლებმაც მუხროვნის აჯანყების საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს.
განათლების სამინისტროს წინა ასამდე მანდატურმა გამართა აქცია. ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მანდატურები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას, მათი ხელფასები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან მერვე წელს საბურთალოს პანთეონში მისი ახლობლები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ. სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერაც არ არიან დასჯილები.
28 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე, რომელიც ქართული კომპანიების მიერ შრომის კოდექსის ახალი სტანდარტების შესრულებას ეხება.
27 იანვარს, თბილისში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე სახალხო დამცველი და სხვა სტუმრებიც. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფათ მათ სანთლებიც დაანთეს.
27 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი. 1 თებერვლიდან ძლიერმოქმედ მედიკამენტებს მომხმარებლები ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქებში ვეღარ შეიძენენ.
24 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი