რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა.
15 მაისს, თბილისში მეტალურგიის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, თურქეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გამართა. შეკრებილებმა თურქეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანადგომა გამოუცხადეს.
14 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სისხლის დონაციის აქცია გამართა. ამჯერად ლეიკოზით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა. უანგარო დონაციის აქციები საქართველოში პერმანენტულად ტარდება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის ერთი თავი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“.
6 მაისს წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში „9 აპრილის“ ბაღში წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამწვანების აქცია გამართა.
5 მაისს თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გამოუცემელი საბავშვო ნაწარმოებების გამოფენა ჩატარდა. გამოფენაში ოცდაათამდე ავტორი მონაწილეობდა. გამოფენის მიზანია ავტორებისა და გამომცემლობების ერთმანეთთან დაკავშირება. ღონისძიება გაიმართა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ორგანიზებით.
თბილისში გაიხსნა გენდერის საკითხების შესახებ სამდღიანი კონფერენცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის იმის გაცნობა, თუ როგორ აისახება გენდერული საკითხები სკანდინავიის ქვეყნების კულტურასა თუ ლიტერატურაში.
29 აპრილს ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ მოსამართლეთა შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
თბილისს სტუმრობდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე საქართველოში იმყოფებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე.
24-26 აპრილს საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ინოვაციების კვირეული ტარდება. კვირეული მოიცავს IT სფეროში არსებულ ინოვაციებს და ასევე სხვა ტექნიკურ მიმართულებებსაც. კვირეულში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
22 აპრილს საქართველო შეუერთდა ევროპის იმუნიცაზიის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ვაქცინაციას, მშობლების ინფორმირებას.
22 აპრილს დაიბადა ვლადიმირ ლენინი. რა იციან დღევანდელმა ქართველმა მოსწავლეებმა რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერზე?
11 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყო. გამოფენაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობენ უცხოური ორგანიზაციები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.
IREX-ის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა საქართველოში არსებული რადიოსადგურების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო კონსულტანტების შეხვედრა.
დღეს საზოგადოებამ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. რუსთაველის გამზირზე, მემორიალთან შეიკრიბნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე 25 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენის მონაწილეები.
თბილისის 53-ე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი გათავისუფლებული დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.
საქართველომ ალიანსის ხელმძღვანელობისგან შექება დაიმსახურა როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორმა“ ქვეყანამ და ნატოს არაწევრმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა ავღანეთის მისიაში.
თბილისის 166-ე სკოლაში ცხრა აუტისტი ბავშვი სწავლობს სპეციალური პროგრამით. ბავშვებთან მუშაობენ როგორც მასწავლებლები, ასევე ფსიქოლოგები.
ჩამოტვირთე მეტი