რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
19 ივნისს მედიის განვითარების ფონდმა დააჯილდოვა ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულები. კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ლიდერი ქალები.
თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოფარიკავეთა ტურნირი, რომლის ორგანიზატორია „მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემოსთვის“.
18 ივნისს ორგანიზაცია World Vision-მა ქვეყანაში გენდერის კუთხით არსებული ვითარება ანგარიშის სახით წარმოადგინა. კვლევის შედეგად ჩანს, რომ ამ მიმართულებით მთავარი პრობლემებია ინსტიტუციური მექანიზმის გაუმართაობა, ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პოლიტიკაში და ქალთა მიმართ ძალადობა.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.
13 ივნისს ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქცია გამართა. აქციით კოალიციის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოუწოდეს, აუცილებლად წავიდნენ 15 ივნისის არჩევნებზე.
12 ივნისს თბილისში, დიღმის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის აღსანიშნავად, აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვის“ (EcoVision) მიერ მოწყობილ აქციაში ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
11 ივნისს თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება, კერძოდ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ბიზნესკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რათა ერთობლივად განახორციელონ სოციალური პროექტები.
ამ კვირაში ისევ აქტუალური იყო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პრემიერ-მინისტრის შეხვედრამ ჟურნალისტებთან.
6-8 ივნისს თბილისში საგამოფენო ცენტრ „ექპო-ჯორჯიაში“ ღვინის საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის აშშ, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, უკრაინა..
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე მოგვითხრობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ „ნეშნლ ჯეოგრაფიკის“ მიერ მოწყობილ გამოფენაზე მიწვეული იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
3 ივნისიდან ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“ თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში 15 საათიდან 20:00 საათამდე სამდღიან აქციას მართავს. ყველა მსურველს შეუძლია აქციის მონაწილეებს წიგნები შესწიროს. წიგნები რეგიონებში არსებულ ბიბლიოთეკებს გადაეცმათ.
2 ივნისს თბილისში გაიხსნა ოთხდღიანი მსოფლიო კონგრესი, რომელზეც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებებისა და შედეგების მართვის საკითხებს განიხილავენ.
30 მაისს , თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით, გაიმართა ფორუმი „მესაქონლეობა საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“. ექსპერტებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობდნენ ფერმერები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც ამ სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
29 მაისს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გაიხსნა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ გამომცემლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. სულ რეგისტრაცია გაიარა 63-მა მონაწილემ - გამომცემლებმა, წიგნის მაღაზიებმა და გამავრცელებლებმა.
28 მაისს ილიას უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებითა და BBC-ს უშუალო მონაწილეობით.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში. ჩატარდა კონცერტები, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და სხვა ღონისძიებები.
23 მაისს, პირველად საქართველოში, აფხაზეთის დღე აღინიშნა. ეს დღე საქართველოს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა და სიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება.
20 მაისს ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ აქტივისტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
ამ კვირის მთავარი მოვლენა საქართველოში სტუმრების ჩამოსვლა იყო. თბილისს ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები ეწვივნენ.
17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დროს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.
ჩამოტვირთე მეტი