რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
წელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრს 5 წელი შეუსრულდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსიტუტი კი შარშან 15 წლის გახდა.
თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღეს აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დედაენის უნიკალური გამოცემები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები.
თბილისში 7 აპრილს, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ორგანიზებით, ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ჩატარდა ბაშვებისთვის "მზიურის" ბაღში, სადაც ბავშვებსა და მათ მშობლებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებთ ძირითადი გზავნილები მიაწოდეს და ბოსტნეულითა და ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.
თბილისის საკრებულო მუშაობს წესის პროექტზე ქუჩისა და შინაური ცხოველების შესახებ, რომლითაც ცხოველთა რაოდენობა და შენახვის პირობები უნდა გააკონტროლოს. ცხოველთა დამცველების ნაწილი კანონპროექტის პირველი ვარიანტით უკმაყოფილოა.
31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგა ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც მიღწევები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ჩამოთვალა.
მეხუთე დღეა, თბილისის ცენტრში, უსახლკაროების რამდენიმე ოჯახი პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობს. 28 მარტს სოციალურად დაუცველებს იძულებით დაატოვებინეს კორპუსი (მელიქიშვილის N49), რომელშიც ისინი თვითნებურად იყვნენ შეჭრილი. მას შემდეგ გამოსახლებულთა ნაწილი ამავე კორპუსის წინ ცხოვრობს.
ოფიციალური მონაცემებით, ხანდაზმულების წილი ქვეყანაში 19 პროცენტია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ახალი აღწერა უფრო დიდ ციფრს აჩვენებს. როგორი ხდება ცხოვრება საპენსიო ასაკის შემდეგ?
მადნის მომპოვებელ კომპანია RMG-ს ცენტრალურ ოფისთან, პროფესიულმა კავშირებმა და „მწვანე მუშტმა“ საპროტესტო აქცია გამართეს.
12 მარტს თბილისში გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი. ფორუმის მთავარი თემაა, როგორ გაიზარდოს სახელმწიფო დაფინანსების ეფექტურობა მეცნიერების განვითარებისთვის.
რეპატრირებულ მესხებს საქართველოში ბინადრობის უფლებას არ აძლევენ. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ უარი, რომელიც მესხებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს, დაუსაბუთებელია.
„მეტი ქალი პარლამენტში“ - ასეთი იქნება იმ დემონსტრაციის მთავარი სლოგანი, რომელიც თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. მსგავსი აქციები გაიმართება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.
5 მარტს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩართულობის საკითხი.
3 მარტს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „ქალები საქართველოსთვის“ და „Keep Smiling“ - აქცია მოაწყვეს დედის დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა ქალებზე ძალადობა გააპროტესტეს და ორიოდე წუთით, სანამ შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, სამანქანო გზაზეც დადგნენ.
რამდენად გააზრებულად იღებენ სესხს საქართველოში? კარგად აქვთ თუ არა გაცნობიერებული ყველა ის საფრთხე, რაც იმ გეგმებსა თუ ბიზნესს შეიძლება დაემუქროს, რომელშიც ისინი ამ თანხის დაბანდებას აპირებენ?
23 თებერვალს თბილისში, პარლამენტის ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები დაესწრნენ.
ქართული დიალექტები, რომლებზეც საქართველოში და საქართველოს გარეთ ლაპარაკობენ. მოხუცების ნაამბობი უნიკალური ისტორიები.
ახალი პროფესიული საიტი www.myangle.net გააერთიანებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიის სფეროს პროფესიონალებს. საიტი ჟურნალისტ გიორგი გოგუას ინიციატივით შეიქმნა და მას ჰოლანდიური ორგანიზაცია Free Press Unlimited აფინანსებს. საიტზე ნებისმიერს შეუძლია საკუთარი მედიაპროდუქტის განთავსება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დაძაბულობამ იმატა. შეიძლება თუ არა სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ პარტიის წევრია?
თემა, რომელმაც ამ კვირას მოსახლეობა ააფორიაქა, გაზის შესაძლო გაძვირებაა. იურიდიული პირებისთვის შეიძლება ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
ჩამოტვირთე მეტი