რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
5 თებერვალს თბილისში სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართა ეროვნული უმცირესობებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა უმცირესობებისთვის მშობლიური ენის სწავლება იყო. საქართველოში მცხოვრები ქისტები, დაღესტნელები, ქურთები, უდები და სხვ. მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მშობლიური ენა ისწავლონ
6 თებერვალს თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, ერთდროულად ორი ღონისძიება გაიმართა. ანა ნიკოლაძის ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია სამახსოვრო ალბომისა „ორი ანა“.
პირველი მარტიდან იურიდიული პირებისთვის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება და 90 თეთრი გახდება (დღგ-ის ჩათვლით). კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებით, გაძვირება შეეხება ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელს, გარდა პურის ქარხნებისა.
როგორ შეიძლება მოიგონო და გააშუქო ამბავი, რომელიც არ მომხდარა. ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა მოამზადა სახელმძღვანელო ფილმები, რომლებშიც ჟურნალისტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები განიხილება.
„შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმას მრავალათასიანი „ერთიანობის მარში“ მოჰყვა პარიზსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის შენობაში ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოეწყო. გაიხსნა მთავარი ჭიშკარი, რომელშიც შესვლა ყველა მსურველს შეეძლო. საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
7 იანვარს თბილისში მაცხოვრის შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღნიშნეს. ბავშვები, სასულიერო პირები და მსვლელობის სხვა მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობის დროს ხალხი ტკბილეულით ასაჩუქრებდა მონაწილეებს.
5 იანვარს ასოციაცია „კათარზისში“ ჩატარდა კონკურსი ხანდაზმულებს შორის. 23 კონკურსანტი საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდა და სცენაზე შეასრულა სიმღერები და ცეკვები. კონკურსის შედეგად, საუკეთესო ბებიისა და ბაბუის ნომინაციებში გაიმარჯვეს 78 წლის ნანული პაპიაშვილმა და 85 წლის ზურაბ გოგიძემ.
ოჯახში ძალადობის შედეგად დახოცილი ქალები იყო თემა, რომელსაც 2014 წელს საზოგადოების ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.
25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბის ორგანიზებით, ჩატარდა ნაძვის ხეების გამოფენა. ნაძვის ხეების გასაკეთებლად სკოლების მოსწავლეებმა გამოიყენეს ნახმარი საყოფაცხოვრებო მასალა.
დღეს ანა ნაცვლიშვილი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს.
12-14 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში ტარდება გამოფენა „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“. მასში მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე ქალი არქიტექტორები და დიზაინერები. გამოფენაზე წარმოდგენილი ორმოცამდე არქიტექტორი ქალის ნამუშევრები, ასევე სტუდენტების ნამუშევრებიც.
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ორიოდე დღის განმავლობაში თანამდებობა რამდენიმე პირმა დატოვა, უმეტესად, პრემიერ-მინისტრის გუნდიდან.
მიუხედავად ევრაზიულ კავშირში შესვლისა, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება, ეს ორი ქვეყანა მეტისმეტადაა ერთმანეთზე დამოკიდებული.
28 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი დაასახელა. ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი ამჯერად ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი გახდა.
თბილისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (National Democratic Institute) წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განაგრძობს საქართველოში მედიის განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების დაფინანსებას.
თბილისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ განიხილა დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საკრებულოს წევრებისთვის პერსონალური ავტომანქანებით მომსახურების გაუქმებასა და საერთო სარგებლობის სამსახურებრივი ავტოპარკის შემოღებას გულისხმობს.
სტუდია „ტელევეზირი“ ახორციელებს პროექტს „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ‘ვეფხისტყაოსანს’“.
12 ნოემბერს თბილისის მერიასთან ორმოცდაათამდე პირმა გადაკეტა გზა. მოძრაობის აღდგენა მხოლოდ პოლიციის მეშვეობით მოხერხდა. აქციის მონაწილეები ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსში შესახლებული პირები არიან
ჩამოტვირთე მეტი