რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა - სამი ადგილზევე, მეოთხე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხელოსნები აფაქიძის N 13-ში (გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა) სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ციხეგოჯის, უფრო სწორად კი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალ პროექტს იწყვებს.
საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა 2-3 ივლისს ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
30 ივნისს მერიაში ტექნოლოგიური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. გამოიფინა ასევე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტები.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.
წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა სახლების დალაგებას ცდილობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედრო პირები, რომლებიც მძიმე ტექნიკის მეშვეობით წმენდენ სახლებსა და ეზოებს. მოსახლეობის თქმით, მათ ქონების გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ისმის კითხვა: კიდევ სად არის მსგავსი საგანგაშო კერები? ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდინარედ სპეციალისტები დურუჯს ასახელებენ.
თბილისში, წვიმების შედეგად, მცირე მეწყერული პროცესები განვითარდა. მეწყერი ჩამოწვა ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, რომელმაც ორი სახლი დააზიანა. მსხვერპლი არ არის.
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა.
რას აპირებენ ყოფილი ნაციონალები, ხალხმრავალი 26 მაისი და კანონი, რომლის მიღებაც არასამთავრობო სექტორს არ უნდა და ამავე არასამთავრობო სექტორის კვლევა, რომელმაც „ქართული ოცნების“ ორწლიანი მოღვაწეობა შეაფასა.
ელექტროენერგიის სიძვირის გამო რეგიონებში მოსახლეობას დიდი სახლების გათბობის პრობლემა აქვს. რა საშუალებები არსებობს მაქსიმალური ენერგოეფექტიანობის მისაღწევად?
უკვე მესამე დღეა, გაფიცულია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე 150 მუშა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ფასების მატების გამო მათი დღიური ანაზღაურება 21 ლარი (დაახლოებით 9 აშშ დოლარი) არაფერში ჰყოფნით.
18 მაისს თბილისში პროტესტის ნიშნად გაიფიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ას ათი თანამშრომელი. გაფიცულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებას ითხოვენ ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში აქციები გამართეს.
11 მაისს თბილისში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თავისი ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია გამართა. გამოიფინა ბოლო წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოები.
6 მაისს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა შედეგები შეაჯამეს სამწლიან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად.
ახლად დანიშნული მინისტრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ და პრემიერს შეხვდნენ. თინა ხიდაშელის თქმით, შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან ბევრი საკითხია, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უნდა გადაწყვიტონ.
1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასობრივი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან შეიკრიბნენ და შრომის პირობების გაუმჯობესება, შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.
28 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობის წინ აქცია გამართეს გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი პროტესტი 27 აპრილს თბილისში ხეების მოჭრამ გამოიწვია.
100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი მილიონნახევრამდე სომეხი ეროვნების ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, სომხეთისა და საქართველოს დროშები.
ჩამოტვირთე მეტი