რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
საქართველოში ხშირია უკანონო თევზჭერის შემთხვევები. ბრაკონიერები თევზებს თვითნაკეთი ელექტრონული აპარატებით ხოცავენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ წელს ბრაკონიერობის 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
აბაშიძეს საკრებულოს წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭრა მხარი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი დანიშვნით არაფერი შეიცვლება.
საქართველოში არასრულწლოვანი პატიმრებისთვის შინაპატიმრობის პრაქტიკა ამოქმედდება. 200 მათგანისთვის სასჯელაღსრულების სამინისტრო სპეციალურ სამაჯურებს შეიძენს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ქვეითად მოსიარულეებისა და მძღოლების კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა.
შესაძლოა გაფართოვდეს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპნენ.
ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს.
თბილისში 1968 წლიდან ფუნქციონირებს ბავშვთა სურათების გალერეა, სადაც ბავშვები ხატვას სწავლობენ, მათი ნახატები კი იქვე გამოიფინება.
11 აგვისტოს ვაზიანში, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტანკოდრომი (საბძოლო მანქანების სატარებელი ველი) გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე სატანკო ბრიგადებმა საკუთარი და ტანკოდრომის შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ლაპარაკობს. ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების გამო იურიდიული დახმარების მისაღებად მათ ხშირად მიმართავენ.
ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა თბილისში გაჩენილი ხანძრის გამო. ხანძარი "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. მერია დაღუპულთა ახლობლებს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა.
2000 მოხალისე ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის - ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. თბილისში ჩამოსულ სტუმრებს სწორედ მოხალისეები ხვდებოდნენ და აბინავებდნენ.
საქართველოში არსებული ციხესიმაგრეები - ის, რაც მიუხედავად ბრძოლებისა და ნგრევისა, დღემდე შემონახულია. რა განსხვავებაა მათ შორის?
„ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას. აბაშიძის თქმით, თბილისი საზღვრების შეცვლას არ უნდა შეეგუოს. ჟურნალისტი კი, თავის მხრივ, წერს, რომ რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს.
26 ივლისიდან 1 აგვისტომდე თბილისი ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ დღეების განმავლობაში 50 ქვეყნის 18 წლამდე ასაკის 4 000 სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრება.
21 ივლისიდან თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით ნახონ ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, რომელსაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უცხოეთში ედო ბინა.
ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში „დაბრუნებას“ ითხოვენ. ცოტნე დადიანის N 136-ში იმ შშმ პირების ფოტოები გამოიფინა, რომლებმაც შეძლეს ცხოვრებაში გარკვეული წარმატებისთვის მიეღწიათ.
ვიდეომასალა, რომელიც კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმეზე მთავარი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას ითვალისწინებს.
90 ახალი სამრეწველო პროექტი, 5 000 დასაქმებული - მინისტრთა კაბინეტი მიღწეული შედეგებით კმაყოფილია და პროგრამის გაფართოებაზე საუბრობს.
ჩამოტვირთე მეტი