რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
უძველესი ქართული სახარებებიდან ბევრი არ შემორჩენილა, თუმცა მათგან რამდენიმე მაინც გადარჩა. მათ შორის არის ჯრუჭის, პარხლის, მოქვის, ალავერდისა და სხვა ოთხთავები.
2017 წელს 200 წელი სრულდება საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ საქართველოში არსებული გერმანული მემკვიდრეობის აღწერა და სარესტავრაციო პროექტების შემუშავება დაიწყო.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხალხი, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, შეიკრიბა. პარლამენტის შენობის წინ ყვავილების მიტანა ჯერ კიდევ ღამის საათებიდან დაიწყეს.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები საგანგებოდ არჩევდნენ ოპოზიციურად განწყობილ პირებს და მათზე კომპრომატებს ქმნიდნენ.
29 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ მომიტინგეებს 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ჯარი ნიჩბებით, ხელკეტებითა და მომწამვლელი გაზით გაუსწორდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა გოგონები იყვნენ.
2 აპრილს მსოფლიოში საბავშვო წიგნის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში საბავშვო ლიტერატურის მხრივ.
„ქართული ალტერნატიული პროზა“ - „ქარჩხაძის გამომცემლობამ“ წიგნების ახალი სერიის გამოცემა დაიწყო. სერიის პირველი ტომი, გურამ რჩეულიშვილის პროზა, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ 24 მარტს წარადგინეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა გამოკვლევა, რომელიც პატიმრების შეწყალების პროცესს ეხება. კვლევა 2013 -2015 წლებს მოიცავს.
განათლების მინისტრის მოადგილემ, გია შარვაშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ე.წ. „აუდიტორია 115“-ის წევრებთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
სტუდენტების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგება და ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავს.
9 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მუდმივმოქმედი ,,ნუმიზმატიკური საგანძური" გაიხსნა.
„არა გაზპრომს“ - მიუხედავად 4 მარტს „სოკართან“ დადებული ხელშეკრულებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვირას მაინც გამართა აქცია რუსული გაზის წინააღმდეგ.
„სოკართან“ დადებული ხელშეკრულება, ვარაუდები ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ირგვლივ და მეშახტეები, რომლებიც ხელფასების ხუთპროცენტიან ზრდას დასჯერდნენ - ასეთი იყო კვირის მთავარი თემები.
4 მარტს თბილისში, 64-ე სკოლასთან, გაიმართა აქცია „ნუ მაბოლებ“. აქციის მონაწილეები მოითხოვენ სრულიად აიკრძალოს თამბაქოს რეკლამა და პოპულარიზაცია, პროდუქციის რეალიზება კი მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში იყოს შესაძლებელი.
თბილისის ისტორიულ უბანში ღვინის აღმართის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რემონტდება რამდენიმე სახლი. ექსპერტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას მე-19 საუკუნის სადრენაჟო სისტემებზე, რომლებიც სახლების სარდაფებში აღმოაჩინეს.
თბილისში გაიხსნა პირველი კონტაქტური ზოოპარკი. კერძო ზოოპარკში ბავშვებს შეუძლიათ ცხოველები და ფრინველები არა მხოლოდ დაათვალიერონ, არამედ მათ შეეხონ და გამოკვებონ კიდეც. ზოოპარკში ჰყავთ ციყვები, სირაქლემები, წიწილები, კურდღლები, ქვეწარმავლები და სხვა.
18 თებერვალს მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ბაჩანა ბრეგვაძეს ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ფილოსოფიური თუ მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის, პლატონი, არისტოტელე, სერვანტესი.
რა მდგომარეობაშია რელიგიური უმცირესობების სალოცავები საქართველოში? ამის გასარკვევად ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტი განახორციელა და საქართველოში არსებული მეჩეთები და სინაგოგები მოინახულა.
11 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი. მან ილაპარაკა საფრთხეების შესახებ ანგარიშზე, რომელიც აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტში განიხილეს 9 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე. ანგარიშში საქართველოს
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ცენტრის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ბევრი ძეგლი (მეჩეთები, სინაგოგები) მიტოვებული და გაპარტახებულია.
ჩამოტვირთე მეტი