რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
21 იანვარს საზეიმოდ დაიხურა პროექტი „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“. დახურვის ცერემონია თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გაიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ერთწლიანი პროექტის, „მედიაჩეკერის“, მუშაობის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, მონიტორინგი ჩაუტარდა ქართულ მედიასაშუალებებს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა შედეგები კვლევისა „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო მიღება გაიმართა. დროშის დღე აღნიშნეს საქართველოს საზღვრისპირა ქალაქებში.
დასავლეთ საქართველო სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. დიდთოვლობამ, რომელიც 31 დეკემბერს დაიწყო და 5 დღე გასტანა, ძირითადად, სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა დააზარალა.
„ქართული ლექსი - მეოცე საუკუნე“- გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა იმ ქართველი პოეტების ანთოლოგია, რომლებიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდნენ.
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი ამოქმედდა ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელიც თბილისში ჩაწერილი უსახლკარო პირებისთვის არის განკუთვნილი. როგორც თავშესაფრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, იქ ახლა 150 ადამიანია (თითოეულ ოთახში ათი ბენეფიციარი).
5 იანვარს თბილისში, სათნოების სახლ „კათარზისში“, გაიმართა ტრადიციული საახალწლო კონკურსი 70 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის. კონკურსანტები ერთმანეთს სიმღერასა და ცეკვაში შეეჯიბრნენ.
13 ივლისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის - „მზიური“, ზოოპარკი, სვანისძის ქუჩა.
ტრადიციები, ფუნდამენტური და ტრადიციული ისლამი და... მოსახლეობა - ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს პანკისში გვხვდება. დუისში ორი მეჩეთია, უხუცესთა რამდენიმე გაერთიანება და იდეოლოგიური სხვაობა თაობებს შორის.
საქართველოში ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა და ამით "აბრეშუმის გზა" გახსნა. მატარებელი ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.
პატიმრების შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი და ახლანდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა.
გაეროს ბავშვთა ფონდი ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციით საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულოს პურპროდუქტის მწარმოებლები ფქვილი ფოლიუმის მჟავით გაამდიდრონ. ფონდის წარმომადგენლებმა 8 დეკემბერს პორტალ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
ორ დღეში სრულდება თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო. ის წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება.
პარიზში მიმდინარეობს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის ხელმომწერთა კონფერენცია, რომელშიც150-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
განჩინება, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები უნდა დანიშნულიყვნენ, გაუქმდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ.
26 გასაშვილებელი ბავშვი 3 000-ზე მეტი მსურველისთვის - ეს არის დღეს საქართველოში არსებული რეალობა. იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს, წყვილს მრავალწლიანი რიგის გავლა უწევს.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ძირითადად შიზოფრენიის დიაგნოზით წვანან. აქ მოჰყავთ პირები, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია.
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, პატარა სამკერვალო სალონში დღეს 30-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა დაახლოებით 60 წლის წინ, როდესაც გაიხსნა, ეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალონი იყო.
ჩამოტვირთე მეტი