რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
გამოძიების დასკვნით, ეს იყო არა ჯგუფური, არამედ ცალკეული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული.
90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, ოსებმა საქართველო მასობრივად დატოვეს. ბევრი ოსური სოფელი დღემდე დაცარიელებულია.
რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოში კრიშტიანუ რონალდუს მიმართ? პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის მიმართ ხალხის განწყობის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა მოაწყო.
ორიოდე თვეში აჭარაში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კოოპერატივების დასახმარებლად ახალი პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა, ფაქტობრივად, გაგრძელებაა კიდევ ერთი პროგრამის, „ენპარდ-აჭარის“, რომელსაც გაერო ახორციელებდა.
მეათე წელია არ ამოქმედებულა რესტიტუციის კანონი, რომლის მიზანი ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების ქონებრივი უფლებების აღდგენაა. მსგავსი პროექტი განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში.
ევროკავშირის პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აჭარაში პროექტის ერთი წლით გაგრძელებას გეგმავს. ენპარდ-აჭარა 2013-2016 წლებში ხორციელდებოდა.
თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე ამ ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, მოეწყო თემატური გამოფენებიც. 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ზოოპარკის თანამშრომლების.
საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო, პარალელურად დაძაბულობაა საგარეო პოლიტიკის მხრივ - ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველოს ჯერჯერობით უარი უთხრეს.
რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ? როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ყოველდღიურ რაციონში შედის, სულ რაღაც საუკუნის წინ არც იშოვებოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად ზანდუკელის ქუჩაზე მერაბ კოსტავას დაბადების დღესაც აღნიშნავენ. წელს 77 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ამ დღესთან დაკავშირებით ექსპოზიციები მოეწყო.
31 მაისს „ვორლდ ვიჟენ საქართველომ“ თბილისში გამართა სოციალური თეატრის წარმოდგენა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მონაწილეობით. სპექტაკლზე ბავშვებმა თავიანთი ყოველდღიური ყოფა წარმოადგინეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს თბილისში 27 მაისსაც აღნიშნავენ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება მოაწყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, ეწყობა კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები.
24 მაისს ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის”, ბოლო საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სულ ამ სწავლებებში მონაწილეობდა 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე საქართველოს მაშტაბით ძებნა გამოცხადდა. გამოძიების ბოლომდე მისაყვანად საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვას გეგმავენ.
დიოსკურია საქართველოს იმ ქალაქების რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შესახებაც ისტორიამ ბევრი ინფორმაცია ვერ შემოინახა.
14 მაისს თბილისში, ვაზიანის პოლიგონზე, აშშ-საქართველოს სამხედრო წვრთნის, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება. წვრთნებში შედიოდა როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკული მოქმედებები. სამხედროებმა სხვადასხვა იარაღი გამოცადეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. ის საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს სამთავრობო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
30 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა და პარტიის წინასაარჩევნო სიის ფორმირების პროცესი წარმოადგინა.
ჩამოტვირთე მეტი