რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
აფხაზეთი, თავისი ლანდშაფტით, კინემატოგრაფისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, ამის გამო იქ ბევრ რეჟისორს აქვს ფილმი გადაღებული.
თბილისში, მარჯანიშვილის N18-ში გამოფენილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული სახელოსნოების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და სხვა ექსპონატები, რომელიც საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმში არის დაცული.
რამდენად მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის ის შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ და რამდენად კმაყოფილია ხალხი ახალი პარლამენტის შემადგენლობით. ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
თბილისში მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე იყრის თავს ხმის მისაცემად. დამკვირვებლების თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ისინი ასევე ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მშვიდია, ამომრჩეველთა რაოდენობდა კი ნაკლები.
30 სექტემბერს თბილისში MAN-ის ფირმის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. თებერვლის ბოლომდე სულ 143 ახალი ავტობუსის იმპორტი იგეგმება. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და გაზზე მუშაობს.
თბილისში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ტარდება. გამოფენაში მონაწილეობს 80-მდე ჩინური კომპანია, მათ შორის, ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები.
დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამ კამპანიის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც რამდენჯერმე შეხვდა მოსახლეობას.
ბუნების ძეგლებსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან პიკნიკის შემდეგ დატოვებული ნაგვის გროვები - ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ექსპერტები ჯარიმებსა და განათლებაში ხედავენ.
3 აგვისტოს ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს მიანიჭა ნომრები, რომლითაც 8 ოქტომბრის არჩევნებში იქნებიან წარმოდგენილები.
სტრესული სიტუაცია, - იქნება ეს, ომი, სტიქია თუ ტოტალიტარული რეჟიმი, - რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფს ეხება, საზოგადოებაზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებს.
რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი ცხოველის გალიაში შეჭრას ცდილობს? მსგავსი შემთხვევები თბილისის ზოოპარკში არცთუ იშვიათია.
25 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს ამ მონაცემების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge შეუძლიათ.
20 აგვისტოს თბილისის მერმა ქალაქში ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
25 წლის წინ, 1991 წლის აგვისტოში, მოსკოვში პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტირი პარტიის წარმომადგენლები შეეცადნენ, მმართველობა ხელში ჩაეგდოთ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი გამოაცხადეს.
აფხაზური ტრადიციები ადრე და ახლა. ბევრი წეს-ჩვეულება, რომელიც აფხაზებს ახასიათებდათ, დღემდე აქტუალურია. სტუმართმოყვარეობა, პატრიარქატი და ტაბუ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაზე - ეს არის აფხაზური ტრადიციების ძირითადი შტრიხები.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეები თითქმის ყველა შემთხვევაში გაუხსნელი რჩება.
რამდენად დაცულია საქართველო ტერორიზმისგან? როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველო ტერორისტებისთვის ნაკლებად „მიმზიდველი“ ქვეყანაა, თუმცა მსგავსი ფაქტები აქ მაინც ყოფილა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში 6000-ზე მეტი უნიკალური დოკუმენტი, რარიტეტული წიგნი და ხელნაწერი ინახება. ზოგიერთი მათგანი მე-5 საუკუნით არის დათარიღებული. ცენტრის არქივში შენახულია ასევე აფხაზური „დედაენა“ და პატრიარქთა ჩანაწერები.
8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს მთავრობამ და სხვა ორგანიზაციებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მეომრებს. აქვე შეკრებილი იყვნენ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიც.
ჩამოტვირთე მეტი