რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მაშტაბით, აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს.
1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა აპირებს 10 პროცენტით შეამციროს სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების შემცირებაც.
ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში“, სადაც მოხუცები ცხოვრობენ, ყოველწლიური საახალწლო კონკურსისთვის ემზადებიან. იანვრის დასაწყისში წლის ბებია და პაპა უნდა აირჩიონ.
ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ბორჯომში პოლიციელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გასვიანი ამბობს, რომ მას სცემდნენ და იარაღით ემუქრებოდნენ. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დემენცია - სინდრომი, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს.
საქართველოში მარტოხელა მოხუცები ხშირად მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ახლობლებს ან, უბრალოდ, ნაცნობებს საკუთარი ბინის დატოვებას ჰპირდებიან. ეს გადაწყვეტილება ხანდახან ამართლებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოხუცს სათანადოდ მაინც არ უვლიან.
სპეციალისტები აფხაზური ვაზის ჯიშების გადარჩენას ცდილობენ. ისინი ამჯერად ფართო წარმოებაში არ გამოიყენება, თუმცა, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრში აფხაზური ვაზის 11 ჯიშის ნერგები მოიპოვება და დაინტერესების შემთხვევაში, მათი გამრავლება შეიძლება.
5 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნა ქართული ეროვნული სამოსის დარბაზი. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია. წარმოდგენილია ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ეროვნული კოსტიუმი, რომელიც რესტავრატორებმა აღადგინეს.
3-5 დეკემბერს თბილისში საავტორო თოჯინების საერთაშორისო ფეტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, რუსეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანისა და იტალიის მეთოჯინეებმა. მსგავსი ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა.
თბილისში გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგა 30 ნოემბერს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგა. ძეგლის დადგმა მოსახლეობამ მოითხოვა და ის მისივე სახელობის სკვერში გახსნეს. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.
თბილისში ტარდება აქცია „შეიფარე მცენარე“. აქციის ორგანიზატორების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ისინი სხვადასხვა ადგილას აწყობენ ყვავილებიან ქოთნებს, რომლებიც მსურველებს შეუძლიათ სახლში წაიღონ. 18 ნოემბერს ყვავილები აღმაშენებლის გამზირზე გამოჩნდა.
„წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანი დაავადების შედეგად განადგურებულია ბზის კორომების დაახლოებით 90 პროცენტი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის სკოლის მოსწავლემ, 16 წლის სანდრო ნარსიამ, კოლხური ბზის გადარჩენა გადაწყვიტა.
30 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18-სა და რეგიონების – 32 ოლქში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები საქართველოს 50 ოლქში ტარდება და ერთმანეთს ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. დამკვირვებლების თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა მაღალი არ არის.
28 ოქტომბერს შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი, მისი ორგანიზატორების თქმით, ის გახდა, რომ ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ობიექტებზე დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები.
15 ოქტომბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ოსები კოსტაობას აღნიშნავენ. ეს საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის რიგით 157-ე დაბადების დღე. კოსტაობა რამდენიმე ღონისძიებას აერთიენებს: დოღს, ჭიდაობას, ფრენბურთს, ფეხბურთს და სხვ.
საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსი ისევ გაუარესდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა, ევროსი კი - 2.6103 ლარი.
ჩამოტვირთე მეტი