რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
მმართველი გუნდი ოპოზიციას 18 აგვისტოს შეხვედრას სთავაზობს. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.
15 აგვისტოდან ძალაში შევიდა წესები, რომლებიც გადამეტებული ხმაურისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. დაისჯებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ისჯება ღამით ფოიერვერკის მოწყობაც.
დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურებულია. თხილი აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მეცხრე წლისთავზე, კასპის რაიონ სოფელ ყარაფილასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
8 აგვისტოს ერგნეთელი ლია ჩლაჩიძის თაოსნობით, მისსავე სახლში, გაიხსნა მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას, და არა კონფლიქტის გაღვივებას.
3 აგვისტოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი 2 გვისტოდან იკეტება და ოქტომბერში მას განახლებული სახით გახსნიან. მუზეუმი თბილისში, ჩახრუხაძის N 17-ში, მდებარეობს. იქ ამჟამად მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი გარემოა შექმნილი და დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს თავი 200 წლის წინანდელ წარსულში იგრძნოს.
2 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე ბოლო წლების საქმიანობა შეაჯამა. ის აქცენტს თბილისის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე აკეთებს, ასევე გარევაჭრობის აკრძალვაზე, გამწვანებასა და ახალ საბავშვო ბაღებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
კახეთში გლეხები ატმის რეალიზებას ვერ ახერხებენ. არის შემთხვევები, როცა ატამს ან მინიმალურ ფასში ყიდიან, ან ყრიან კიდეც.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.
ფოთის ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.
საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. რუსი ტურისტები ამბობენ, რომ საქართველოში ხშირად მეგობრების რეკომენდაციით ჩამოდიან და მოგზაურობით თავადაც კმაყოფილები რჩებიან.
მეგრულიდან ქართულად ნათარგმნი ტოპონიმები სამეგრელოში დღემდე განხილვის საგნად რჩება. ორიოდე წლის წინ მათი შეცვლა მოითხოვეს კიდეც, მაგრამ უშედეგოდ.
მთავრობა გამოსავალს დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაში ხედავს, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ საჭიროა "საზღვართან" 24-საათიანი მორიგეობა და საკითხის უფრო ფართოდ გაშუქება საერთაშორისო მედიაში.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაუშვებელია 18 წლამდე ასაკში ქორწინების ხელშეწყობა.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში 2 წლის იქნება
16 ივნისს თბილისში პირველად აღნიშნეს Bloomsday - დღესასწაული, რომელიც ირლანდიელ მწერალ ჯეიმზ ჯოისის რომანის, „ულისეს“, მთავარი გმირის, ლეოპოლდ ბლუმის, სახელს უკავშირდება. გამომცემლობა „არტანუჯმა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჯოისის თაყვანისმცემლებს უმასპინძლეს.
მეკლდეურობა საქართველოში ერთ დროს სპოტრის წარმატებული სახეობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეჯიბრი ბუნებრივი გარემოდან ხელოვნულ კედლებზე გადაიტანეს, შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია. საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციაში მიზეზად სათანადო თანხების უქონლობას ასახელებენ.
თბილისის ახალ ზოოპარკში მაისში ფარაბელას ჯიშის ცხენი დაიბადა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ფარაბელას ჯიშის კვიცის დაბადება დიდი იშვიათობაა. ამ ჯიშის ცხენები სიმაღლეში ერთი მეტრზე მეტს არ იზრდებიან. ახლა თბილისის ზოოპარკში უკვე სამი ფარაბელაა.
ჩამოტვირთე მეტი