რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სასამართლოს ძალით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დანიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც კომპანიას გარემოს დაცვის კუთხით გაუწევს მონიტორინგს.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ორი რეპერის დაპატიმრების საქმე. სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ჯგუფ birja mafia-ს წევრები - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია.
მარშრუტი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა საქართველოდან ევროპაში და უკან გაიარა, სამასი წლის მერე კიდევ ერთხელ გაიმეორეს.
თბილისში შენდება ახალი ზოოპარკი. ამ ძვირადღირებული პროექტის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. იქ ახლა ჯერ მოწყობილია ერთი დიდი ვოლიერი, ასევე თავლა ცხენებისთვის. ვოლიერში ერთად ცხოვრობენ დათვები და მგლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, აშშ-ში ვიზიტი კვირის მთავარი ამბავი გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი მოულოდნელად თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმაც მიიწვია.
"ციანიდის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა შუამდგომლობები და მტკიცებულებები წარმოადგინეს.
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს არ არის ტურისტების ის კატეგორია, რომელიც ბევრ ფულს დახარჯავს. ექსპერტების თქმით, უფრო მდიდარი სტუმრების მოსაზიდად საქართველომ ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს, საუბარია გზებზე, ტრანსპორტზე, გაჩერებებზე, სასტუმროებზე და ასე შემდეგ.
თბილისში „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მიმდინარეობს მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. ტურისტულ გამოფენაში 100-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური ფირმა მონაწილეობს.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ ვაკის პარკში ღონისძიება მოაწყო. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს, სხვადასხვა მცენარეი დარგეს ქოთნებში და ჩვეულებრივ მაისურებზეც კი.
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“.
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.
ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება, დაახლოებით, 10-11 საათისთვის დაიწყება. როგორ ხვდებიან აღდგომას საქართველოში?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“ იმ ბავშვებთან მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციაში იზრდებიან და სრულწლოვანებს ბედის ანაბარა დარჩენა ემუქრებათ. ორგანიზაცია მათ სხვადასხვა ხელობას ასწავლის.
ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებით შეფასებას აძლევენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესი მეწყერულ ზონაშია და, შესაძლოა, ვერც იმუშაოს.
აფხაზეთის ომის ვეტრანები გენადი გიორბელიძე და დავით ღვინჯილია იხსენებენ რამდენიმე ამბავს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მოხდა. ეს ამბები არა ქართველებისა და აფხაზების ომზე, არამედ ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა.
მიუხედავად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატრიალებული ტრაგედიისა, ორივე მხარეს აქვს ამბები, რომლებიც არა ომსა და სისხლზე, არამედ, პირიქით, ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა.
ალერგია, დიარეა, წნევის ცვალებადობა, გაუწყლოება... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომელიც ადამიანებში კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს.
18-მილიონიან კაიროს ერთ გარეუბანში ქართველი მამლუქების საფლავებია. მამლუქები, მათ შორის ქართველი მამლუქებიც, ეგვიპტეს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
თბილისის ისტორიის მუზეუმში თეატრის მხატვრის, ანკა კალატოზიშვილის, ნამუშევრები არის გამოფენილი, აპლიკაციები და კოსტიუმები სხვადასხვა სპექტაკლებიდან.
ჩამოტვირთე მეტი