რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში სკოლა „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში ფუნქციონირებს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა წელს, მაისიდან შეაჩერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ონარიის დასახლებაში მცხოვრებნი ხელისუფლებისგან რიგ პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
კოკისპირულმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტი ერთ თვეში მეორედ დააზარალა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოებისა და სახლების დატბორვა ამჯერადაც 50 წლის წინ დამონტაჟებულმა და მწყობრიდან გამოსულმა წყლის ცენტრალურმა მილებმა გამოიწვია.
ზუგდიდში განთავსებულ პატარა სკვერებსა და ბაღებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ქალაქის ბოტანიკური ბაღია, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეების ნაწილი უკვე განადგურებულია.
გასულ ღამეს ზუგდიდში სახალხო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს.
სამეგრელოში თხილის მიმღები ქარხნები და პუნქტები ბოლო ერთი თვეა ამუშავდა. გლეხებმა მოსავლის ნაწილი უკვე მოიწიეს და რეალიზებაც დაიწყეს. შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი თხილის ფასით უკმაყოფილო არ არიან.
სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან მოქალაქეებს ამ დრომდე გამოაქვთ წყლის შეტანილი სილა და სხვადასხვა ნარჩენები.
„ხუთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე იქნება ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს. რა კარიბები, რა მექსიკა და რა ეგვიპტე...“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს, ანაკლიაში რიგით მესამე სასტუმროს გახსნისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს ხუთი სასტუმრო იქნებოდა, არ გამართლდა.
სოფელ შამგონაში მცხოვრები 50 წლის ბადრი ქირია ამ დრომდე ოკუპირებული გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
სამეგრელოში ერთკვირიანი ძლიერი წვიმების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოსახლეობა წალენჯიხასა და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ზუგდიდის საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი ვარჯიშები განაახლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში მეორე დღეა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“ ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მძიმე ინფრასტრუქტურული პირობებია. მოშლილია სახურავი, დაზიანებულია კედლები, იატაკი, ჭერი, ფანჯრები და მოძველებულია ინვენტარი - ასეთ დასკვნამდე მივიდა საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრი“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უახლოესი 4 წლის განვითარების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა დასრულდა და ახლა დოკუმენტი რეგიონალური განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.
მოქალაქეები დილის შვიდი საათიდან იკრიბებიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ველოსიპედით ან ქვეითად სეირნობს, ზოგი კი სირბილს ამჯობინებს.
რუსი სამხედროების მიერ 5 დღის წინ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ყურუა 30 ათასი რუსული რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
4 დღის წინ დაკავებული თენგიზ ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია, დამშრალია ბაღის შუაგულში განთავსებული ტბა.
ჩამოტვირთე მეტი