რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა, წინა წლების მსგავსად, წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ისეთ პროექტებზე ხარჯავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი აცხადებს, რომ 2010 წელს დევნილთა საერთო ბაზიდან ისინი მათთვის გაურკვეველი მიზეზით ამოშალეს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრი ახორციელებს ზუგდიდში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას.
აფხაზეთიდან დევნილებმა ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის შესასვლელთან, სხვადასხვა მოთხოვნით, შიმშილობის აქცია დაიწყეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, მთავრობამ საბჭოთა ანაბრების თემაზე აქტიური მუშაობა დაიწყოო, კუთვნილი თანხის დაბრუნების იმედი მისცა ზუგდიდის მკვიდრს, შორენა ჩიქოვანს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიას ძმის კომპანიის „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ წინააღმდეგ შესაძლოა პროკურატურაში საქმე აღიძრას.
აფხაზეთიდან დევნილი 70-მდე ოჯახი, რომლებიც ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფის და ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ცხოვრობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაპირებისამებრ, საცხოვრებელს ზუგდიდში ელოდებიან.
ზუგდიდში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.
ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, ერთჯერადი დახმარების სახით, ვადაგასული საყოფაცხოვრებო პროდუქცია მიიღეს.
ანაკლიაში მოქალაქეთა ნაწილმა საკუთრებაში არსებული მიწის უკანონო ჩამორთმევაზე საუბარი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც გიორგი ბარამიას გადადგომის შემდეგ ვაკანტური გახდა, ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორი სხვადასხვა კანდიდატურა დაასახელეს, რომლებსაც მხარდაჭერას უცხადებენ.
ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მოთხოვნის ინიციატორი „თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფია“, რომელიც ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა.
ზუგდიდში მცხოვრები ხუთი დევნილი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ - ფარგლებში, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის მსურველთა განცხადებების მიღება გასულ კვირაში დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სამეგრელოს რეგიონში კონფლიქტის თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაზე მათი მოსაზრებები მოისმინა.
„სამეგრელოს ხმა“ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივ კონტროლს განახორციელებს.
ზუგდიდის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არა აქვს, ნაწილში კი ის 1981 წელს დაამონტაჟეს და ახლა შეკეთებას საჭიროებს.
ზუგდიდის ბაზარში მისულ მყიდველს დღეს ხორცის დახლები ცარიელი დახვდა.
ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე, ამ დროისთვის ყველა მაღაზია დაკეტილია.
ჩამოტვირთე მეტი