რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდში მოქმედი სახელმწიფო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს 1 ოქტომბერს იწყებენ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დავა გამოიწვია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბენდის, „ზუგდიდის", დაფინანსების საკითხმა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ მედიას ერთი თვის მუშაობის ანგარიში ჩააბარა. მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა დაგეგმილ პროექტბზეც ისაუბრეს.
მცირე მეწარმეები და გლეხები თხილის ფასით კმაყოფილნი არიან, თუმცა მოსავლის სიმცირეს უჩივიან.
სენაკის დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა სენაკი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი ცოტა ხნით გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.
მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, ცეცხლის გაჩენა განგებ მოხდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროული რეაგირება ვერ მოახდინა.
სოფელ რუხში საფუძველი ჩაეყარა მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობას.
ანაკლიაში დაგეგმილი ათდღიანი პროექტის - „კაზანტიპის“ - მიზეზით, წელს უკვე მეორედ გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან.
პოლიციამ ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლის საშუალება არ მისცა სასულიერო პირებს და მათი მრევლის წარმომადგენლებს, რომლებიც კაზანტიპის პროექტს ეწინააღმდეეგებიან.
თხილის ქარხანა „აგრი-ჯორჯიას“ 300-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ეს ის მუშები არიან, რომელთაც დღის განმავლობაში ჰექტარობით მიწის ნაკვეთებში თხილის მოგროვება უწევთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ სოფლებში ნაგვის ბუნკერების მოწყობას ითხოვენ.
ქალაქ ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე კონტროლი მკაცრდება - შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფლის ყოფილი რწმუნებულები ხობის გამგებელ გოჩა ქაჯაიას სამსახურიდან მათი დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. ისინი გამგებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
ანაკლიაში, განმუხურსა და მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას მიმართავს არ აჰყვნენ საპატრიარქოს განცხადებას და არ გადაიფიქრონ ანაკლიაში ახალგაზრდული ფესტივალის, „კაზანტიპის“, ჩატარება.
თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორ თვითმმართველ ორგანოდ გაიყო.
ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს ზუგდიდში სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 35-მდე ოჯახს ზუგდიდში, ბერანძის ქუჩაზე განთავსებულ საერთო საცხოვრებელში მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. სამსართულიან კორპუსს სიძველის გამო ჭერი გაბზარული აქვს, კედლებიდან ბათქაში ცვივა, გაუმართავია წყლის გაყვანილობის მილები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ხურჩის ტერაქტის საქმეში, თუმცა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებისთვის.
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში სამი იძულებით გადაადგილებული და ერთიც ადგილობრივი ოჯახი ხანძრის შედეგად განადგურებული დევნილთა ჩასახლების რემონტს ითხოვს.
ჩამოტვირთე მეტი