რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ანაკლიაში, სადაც ხელისუფლება, დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის - „კაზანტიპის“ - გამო, დამსვენებელთა განსაკუთრებით დიდ ნაკადს ელოდება, მოსახლეობის ნაწილი მოუმზადებელი ხვდება. რიგი პრობლემების გამო ისინი წელს ტურისტებს ვერ მიიღებენ.
ზუგდიდის თვითმმართველი თემისა და ქალაქის ახალ საკრებულოებში კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი.
ქალაქ ზუგდიდის ახალმა საკრებულომ, სადაც, თვითმმართველი თემის საკრებულოს მსგავსად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი, რიგით პირველი სხდომა გამართა.
ზუგდიდის თვითმმართველი თემის ახალ საკრებულოში, სადაც კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი, თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს 59-დან 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრას განსაკუთრებული ცვლილება არ შეუტანია 15 ივნისის არჩევნების შედეგებში.
სპეციალისტთა ჯგუფი ენგურჰესის წყალსაცავის გარღვევის საფრთხეზე ლაპარაკობს და, მისი თავიდან აცილების მიზნით, წყალსაცავის მარცხნივ, ხოკოს მთაზე, თაბაშირის მოპოვების სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
ზუგდიდის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვს.
თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის 15-კაციან საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ქალაქის საკრებულოში 10 დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა არჩევნების დღეს ზუგდიდი, დარღვევების თვალსაზრისით, ერთ-ერთ რთულ ოლქად დაასახელა.
კენჭისყრის პროცესის მსგავსად, არც საარჩევნო უბნების დახურვას ჩაუვლია ზუგდიდში ინციდენტების გარეშე. გვიან ღამით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
არჩევნების დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია სამეგრელოში. ამ დროისთვის ერთ-ერთ მძიმე დარღვევად ანაკლიასა და მარტვილში მომხდარი შემთხვევები სახელდება.
კამპანიის დაწყებიდან დღემდე განსაკუთრებული დაძაბულობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის იგრძნობა.
ანაკლიაში ჩატარებულ საერთაშორისო ბიზნესფორუმს მისი ორგანიზატორი, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, წარმატებულად მიიჩნევს.
დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მესამე დღეა სოხუმში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გრძელდება. სოხუმში მცხოვრებთა საპროტესტო მუხტი არ შეხებია რეგიონის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებს.
ზუგდიდს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში არსებული 61 ფრაქციიდან დიდ ნაწილს 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.
მეოთხე დღეა ფაიფურის დასახლების ყოფილი სტამბის შენობაში რიგში დგანან ქალაქის ცენტრში ახლად აშენებულ კორპუსში გადასვლის მსურველები.
ზუგდიდი სიახლის მოლოდინშია. ქალაქში ყველაზე აქტუალური თემაა - რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ, ვინ იქნება მერი და რას მოუტანს ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.
აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, ცოტა რამ თუ იციან თვითმმართველობის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი