რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დატოვეს. შესაბამისი განცხადება ორივე საკრებულოში დეპუტატებმა დღეს გააკეთეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ გამოსვლებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს გაუმჯობესებაა.
ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ბაღში წლების წინ არსებული სანერგე მეურნეობის აღდგენას.
ზუგდიდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარ აფეთქებას უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას, სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჩხოროწყუს გამგებლის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ სოფელს მილიონ ასორმოცდათერთმეტი ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი სალიამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მასზე განხორციელებული ზეწოლაა.
ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრნი არიან
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მან ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დათვალიერებისას გააკეთა.
სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შეიძლება გადარჩეს. განადგურების პირას მისულ ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განვითარების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნება.
ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფორმის შადრევნის დიზაინი შეიცვლება. ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
ზამთარი ახლოვდება და მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ხდება სახლის გათბობა. უკვე შემოდგომაზე იწყება ფიქრი იმაზე, გათბობის რომელი საშუალება იქნება ხელმისაწვდომი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება ეგრეთ წოდებულ საზღვარზე საკონტოლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართული საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი.
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაიწყო მზადება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე აირჩია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ძველი კოლხური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. მას ოთხწლიანი მუშაობის შედეგად სოხუმის უნივერსიტეტისა და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიციამ მიაკვლია.
ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი 31-მა მოსწავლემ გადმოკვეთა.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერ პაპავა ადგილობრივ ხელისუფლებას „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ჩამოტვირთე მეტი