რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსში მონაწილე კანდიდატები არაობიექტურობასა და შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ. სულ შედეგები რვა აპლიკანტმა გაასაჩივრა, თუმცა მათგან სამმა გადაწყვიტა ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი.
ზუგდიდის სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის ტერიტორიული ორგანოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. ცენტრის ხელმძღვანელი, მოხალისე მასწავლებლები და 1000-მდე სტუდენტი მერიისა და ქალაქის საკრებულოს მისამართით მიმართვას ავრცელებენ.
ერთი კვირაა მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გამგეობას საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. ამ დრომდე სოფლების დიდ ნაწილში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს.
მესტიის ორ თემს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ქალაქ ზუგდიდისა და თემის საკრებულოებში აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის მოქალაქეთა სოციალურ პრობლემებზე, ქალაქისა და სოფლების მთავარ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი მიიღეს.
კითხვაზე, როგორი იყო 2014 წელი ზუგდიდელებისთვის, რა შეიცვალა, დიდი ნაწილი პასუხობს, არც არაფერიო. რესპონდენტებს არც განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი აქვთ. შედარებით ოპტიმისტი ახალგაზრდა თაობა აღმოჩნდა.
სამეგრელოში საახალწლო სუფრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის ნაძვის ხესთან ერთად დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირი“ დაფუძნდა. მისი მიზანია რუსეთის ფედერაციის ციხეებში მყოფი ეთნიკურად ქართველი პატიმრების საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე მუშაობა.
ზუგდიდში სოციალური პროგრამების დასახვეწად არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ.
მეგრულიდან ქართულად თარგმნილი ტოპონიმების შეცვლის მოთხოვნით ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მისი წევრები აცხადებენ, რომ სამეგრელოს სოფლებს, ქალაქებსა თუ მდინარეებს ძველი, ისტორიული სახელწოდებები უნდა დაუბრუნდეთ.
ზუგდიდელების დიდი ნაწილი სასმელად საკუთარ ეზოებში გათხრილი ჭის წყალს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ხშირ შემთხვევაში ლაბორატორიულად შეუმოწმებელია, მოქალაქეებს მის ხარისხში ეჭვი არ ეპარებათ.
ზუგდიდში მეოთხე დღეა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გამოცხადებული 187 ვაკანსიის დასაკავებლად იბრძვიან.
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოში მოქალაქეთა რიგი უკვე ერთი კვირაა არ იკლებს.
ზუგდიდში, კინოთეატრ ატრიუმთან, შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ქუჩაში გამოსვლით და მშვიდობიანი აქციით უნდა დაგმონ.
რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან.
ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ რუხში, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც დაიწყება.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი