რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობისა და ინვესტორების უხვი დაპირებების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ანაკლიაში გამართულ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე მართლაც ბევრი ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე.
ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიაში პორტისთვის გათვლილი ტერიტორია დაათვალიერეს. ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი.
ქალაქ ზუგდიდის მერია გააკრიტიკეს 2015 წელს თანამშრომელთა პრემიებისთვის 130 250 ლარის დახარჯვის გამო.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მიუსაფარ ძაღლთა დაჭერისა და შემდგომ მათი თავშესაფარში გადაყვანის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მუშავდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც იქნება დეპუტატის ქცევის ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი.
დევნილების ნაწილმა, რომელმაც, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ამ ეტაპზე ბინა ვერ მიიღო, დღეს ზუგდიდის სპორტკომპლექსთან საპროტესტო აქცია გამართა.
სახელმწიფო, სოფლის განვითარებისა და გლეხის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებსაიტები შეისწავლა. ცენტრის ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის განცხადებით, ინფორმაციული თვალსაზრისით ვებსაიტები გამართულია, თუმცა საჭიროებს დახვეწას.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შერჩევა ზუგდიდის სოფლებში, უამინდობის მიზეზით, რამდენიმე დღით გადაიდო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დადანაშაულებული ქალაქის მერიის თანამშრომლები ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატს მიმართავს თხოვნით, დაიწყოს მუშაობა ენგურის ხიდის რეკონსტრუქციის საკითხზე.
ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ქალი წარმომადგენლები სახალხო დიპლომატიის დახმარებით კონფლიქტის მოგვარებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ ზუგდიდში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობისგან დაპირებული პროექტების განხორციელებას ითხოვენ.
უკანონო ნადირობის აღსაკვეთად და გარემოსთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად, სამეგრელოში სანადირო მეურნეობის მოწყობა იგეგმება.
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მსურველთა პროექტების შემსწავლელი კომისიის სხდომამ დაპისრისპირების ფონზე ჩაიარა.
"გაფითრებული თებერვლის ლანდი“ - ამ ფილმის ჩვენებით გაიხსნა ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში. ფილმი 1921 წლის 19 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის ბიოგრაფიას ასახავს.
წალენჯიხის ქალაქ ჯვრის ერთ-ერთ უბანში, გუბანში, ადილობრივმა მცხოვრებლებმა უძველესი ეკლესიის ნანგრევების ქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს.
„დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია“ ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სამზადისი სოფლებში უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან იწყება.
სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოისმინა, 2015 წლისთვის რა პრობლემებია პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი.
ჩამოტვირთე მეტი