მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე 16-ჯერ დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით. მისი ჯარიმების საერთო ჯამი 80 000 ლარია, თუმცა ნიკა ნარსია ამ თანხის გადახდას არ აპირებს. არც აქციებზე სიარულის შეწყვეტას. პოლიცია ხან მასთან მიდის სახლში საჯარიმო ქვითრით, ხან ურეკავენ და ისე აჯარიმებენ.
7 მარტს, ქართველმა კომედიანტმა და სცენარისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მოითხოვა, ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმაში დაზარალებულად ცნობა და უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნა.
ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.
„დე, არ იდარდო, მე კარგად ვარ“, - ასე იწყება ან მთავრდება დედებისათვის ციხიდან გამოგზავნილი წერილების უმრავლესობა.
ამ სტატიის გმირები აღწერენ გზას, რომელსაც დაკავებულები გადიან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ციხემდე ან პირდაპირ სასამართლოს საკნებამდე.
ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელს, სალომე ცისკარაულს, სხვა არაერთი საჯარო მოსამსახურის მსგავსად, აცნობეს, რომ 31 დეკემბრიდან ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულებს ფოლკლორის ცენტრის ორი თანამშრომელიც შეემატა. მათგან ერთ-ერთი, სალომე ცისკარაული ამბობს, რომ თვეების განმავლობაში ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ცენტრის გაუქმების ზუსტი თარიღი მედიიდან შეიტყვეს:
საჯარო სამსახურის თანამშრომელი მანანა ჯავაშვილი და მისი მეუღლე, მალხაზ მოლაშვილი, ერთ დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან.
2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე, როცა დემონსტრანტები „თბილისი მოლთან” ცენტრალური მაგისტრალის გადასაკეტად შეიკრიბნენ, ნიღბიანი პოლიციელები მათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სიტყვიერად დაუპირისპიდნენ - აქციის მონაწილეები, განსაკუთრებით ქალები, უხამსი, ზიზღით და სიძულვილით სავსე სიტყვებით ლანძღეს.
„ბაბუ მოვიდა“ - სამოც დღეზე მეტია ასე ხვდებიან რუსთაველზე პროევროპული აქციის მონაწილეები 75 წლის გურამ ქუხილავას, რომელიც, საპროტესტო აქციებზე პირველივე დღეებიდან დადის ყოველდღე სხვადასხვა შინაარსის, თავისი ხელით დამზადებული ბანერით.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული 26 წლის რევაზ კიკნაძე ციხეში დღიურების წერას აგრძელებს და წინასწარ პატიმრობაში მყოფი, საპყრობილის ყოველდღიურობას აღწერს.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამი მოქმედი თანამშრომელი - სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა - ინიციატორები საჯარო სექტორის თანამშრომლების ცნობილი საპროტესტო პეტიციისა, ღიად ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ აბრუნებს წარსულში ქვეყანას შეცვლილი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან სასტუმრო „შერატონში“ დაბრუნებულ მის კოლეგას, ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ წევრები - დიტო სამხარაძე და სხვები დაესხნენ თავს - აგინეს, გაუტეხეს სათვალე, ესროლეს კერამიკის საყვავილე. ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ იყო ის და რისთვის იმყოფებოდა ბათუმში.
მარიზი კობახიძე დღეს ყველა აქციაზე დგას, თავისი შვილის და სხვა დემონსტრანტების პატიმრობას აპროტესტებს და ამბობს, რომ სულ იამაყებს. რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში ის გვიყვება თორნიკეზე, მის დაკავებასა და პროტესტზე, სასამართლო სხდომებზე და ბრძოლაზე, რომელიც წინაა.
ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც სახლში, 4 დეკემბერს დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - მისი დედა, ლიკა გუნცაძე კი, სხვა დედებთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამ ინტერვიუში ამბობს კიდეც, მარტო ანდრო რომ გაათავისუფლონ, ამით ბედნიერი არ ვიქნები, რადგან ყველა დაკავებული უდანაშაულოაო.
საჯარო სამსახურიდან მხოლოდ ერთი წინადადებით, ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლებული მოხელეების რიცხვი იზრდება და ეს პროცესი, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება - შიშობენ საჯარო მოხელეები და უფლებადამცველები. რეფორმა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ნაწილი იყო, კრახის წინაშე დგას - ამბობენ ისინი.
ჩამოტვირთე მეტი