მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საჯარო სამსახურიდან მხოლოდ ერთი წინადადებით, ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლებული მოხელეების რიცხვი იზრდება და ეს პროცესი, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება - შიშობენ საჯარო მოხელეები და უფლებადამცველები. რეფორმა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ნაწილი იყო, კრახის წინაშე დგას - ამბობენ ისინი.
ნინო ტყეშელაშვილი, საჯარო მოხელე 15-წლიანი გამოცდილებით, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს, მისი სხვა არაერთი კოლეგის მსგავსად წინასაახალწლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შობის ღამეს და უწყვეტი პროევროპული აქციების მე-40 დღეს, ხალხი ისევ რუსთაველზე შეხვდა საღამოს რვა საათზე, თბილისის ხუთი ეკლესიიდან ხალხის რამდენიმე ნაკადი ერთდროულად დაიძრა ანთებული სანთლებით ხელში და ერთმანეთს ქაშვეთის წინ შეხვდა, სადაც ერთად იზეიმეს შობის დღესასწაული.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული 26 წლის რევაზ კიკნაძე, სხვა არაერთი დემონსტრანტის მსგავსად, ახალ წელს პატიმრობაში შეხვდება. პროტესტის ნიშნად რეზო ბოლო ათი დღე შიმშილობდა. წერა არ შეუწყვეტია - ეს მისი „ციხის დღიურების“ მეორე ნაწილია.
აქციის მონაწილე ასობით ადამიანი დღემდე ეძებს ტელეფონებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც სამართალდამცველებმა მათ დაკავების დროს წაართვეს.
"დაბადების დღეზე წერილების გროვას ვისურვებდი", - წერს რევაზ კიკნაძე "ციხის დღიურებში"
ქართველი მსახიობების და თეატრების სოლიდარობის აქციას, რომლის იდეაც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს გაუჩნდა, უკვე ათზე მეტი გერმანულენოვანი თეატრი შეუერთდა გერმანიაში, შევეიცარიასა და ავსტრიაში.
ნინო ხარატიშვილი აქციების დაწყების დღიდანვე მწვავედ ეხმაურებოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - ის რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუშიც შენიშნავს, რომ მისთვის დღეს წარმოუდგენელია სახლში ჯდომა და წიგნების წერა, როცა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს.
რუსთაველზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული და ნაცემი ასობით ადამიანი მობილურ ტელეფონებს, ყურსასმენებს, საფულეებს, საბანკო ბარათებსა და სხვა პირად ნივთებს ეძებს.
პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერიას, 14 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე უნდა აენთო. ის ჯერ შემოღობეს, სცენაც ააწყვეს და იქაურობა და მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით გაივსო, მაგრამ პროევროპული აქციის მონაწილეები მე-17 დღესაც მივიდნენ პროტესტის ადგილას.
ამ ინტერვიუში დათა თავაძე ლაპარაკობს გაფიცვის მიზეზებზე, იმაზე, თუ რატომ გადაინაცვლეს სცენიდან ქუჩაში, რა ემუქრება არა მხოლოდ ქართულ თეატრს, არამედ საზოგადოებას ცენზურის პირობებში და რა დევს სასწორზე ამ ბრძოლაში.
მსახიობებმა და რეჟისორებმა სცენიდან ქუჩაში გადაინაცვლეს და საერთო პროტესტს შეუერთდნენ. ეს პროტესტი საქართველოში ათ დღეზე მეტია გრძელდება. თეატრების ნაწილი, მათ შორის, სახელმწიფო „ახალი თეატრი“ და მუნიციპალური „სამეფო უბნის თეატრი“ გაფიცულია: დარბაზები ცარიელია, სპექტაკლები არ ტარდება.
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო სხდომა 12 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ის უკვე შვიდ თვეზე მეტია ციხეშია - გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც 2024 წლის აპრილ-მაისის თვეებში, „აგენტების კანონს“ აპროტესტებდა.
26 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 81% აიღო. მათგან იმ ორ სოფელში, აკაურთასა და ხატისოფელში, სადაც ჩვენ რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავედით, მმართველ პარტიას ხმა მისცა მოსახლეობის 95-მა და 78-მა პროცენტმა.
“მე გავიფიცე! მაპატიეთ, ჩემო პატარებო, მშობლებო, კოლეგებო, ვერ ჩავატარებ გაკვეთილს მაშინ, როცა ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს თავებს უჩეჩქვავენ”, - დაწერა ფეისბუკზე ზეინაბ შავაძემ, ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ორშაბათს სკოლაში აღარ მისულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისშიც და მის სოფლებშიც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.
4 დეკემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში პოლიციის შენობებთან ქალებმა მოიყარეს თავი და საპროტესტო აქციები გამართეს. ათობით ქალმა პოლიციას მოსთხოვა შვილების დაცვა სპეცრაზმელებისგან. მათ პოლიციის ფიციც წაუკითხეს და გაახსენეს რა არის მათი მოვალეობა.
ჩამოტვირთე მეტი