რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
ანასტასია პირველი ტრანსგენდერი ქალია საქართველოდან, რომელსაც ევროვიზიაზე სურდა მონაწილეობის მიღება. ის კონკურსს ერთი სიმღერის შემდეგ გამოეთიშა.
საპატრიარქოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება მოითხოვეს. მათ საპატრიარქოში ასევე მიიტანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის ასლი და გაშალეს ტრანსპარანტები.
„ბაბალე“ სოციალური საწარმოა, რომელსაც ახალი წლის წინა დღეებში უამრავი საქმე უგროვდება. ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო სუვენირები ხელიდან ხელში გადადის. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების მიერ 4 წლის წინ შექმნილი სოციალური საწარმო ბევრი ადამიანის მხარდაჭერით გაიზარდა.
19 დეკემბერს, თბილისში, ღამის 01:30-ზე თავს დაესხნენ ქვიარ სივრცეს, Success Bar-ს. ბარის მენეჯერის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას და ბარის დაცვის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები.
სოფია შუბითიძემ კონდიტერობა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. ერთ დღეს საჯარო სამსახურიდან წამოვიდა, კულინარიის აკადემიაში ჩააბარა და თავისი ბლოგიც დაქოქა. მისი ბლოგის მეგობრები კულინარიის სიყვარულმა უცებ გააერთიანა და როდესაც სოფიამ ჯანჯაფილის საახალწლო სახლების გამოცხობაში დახმარება ითხოვა.
სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თათია სამხარაძე დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო.
ინაუგურაციის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუშაობას ორბელიანების სასახლეში შეუდგება. სასახლისა და მისი შემოგარენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა ტექნიკური სამუშაოების დასრულება ინაუგურაციამდე ვერ მოესწრება.
უკვე მეორე დღეა, სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები პარტია “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებთან ერთად იუსტიციის სახლის წინ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის წინააღმდეგ გამოდიან.
რას შეცვლის საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებლობების გაზრდას.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, მესამე დღეა, საკანი დგას. საკანში მყოფი მოქალაქეები მე-4 კურსის სტუდენტ გუკა ბაძაღუას წინასწარ პატიმრობას აპროტესტებენ. გუკა ბაძაღუა 2018 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
ნატა ტალიკიშვილი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც „კატო მიქელაძის“ სპეციალური პრემიის გამარჯვებული გახდა. ნატა ტრანსგენდერი ქალების უფლებებს იცავს. თავის სახლს უთმობს რეგიონიდან ჩამოსულ ტრანსგენდერ ქალებს, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" საველე ოფიცერია.
„მშობელთა კრება“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც თითოეული მსახიობი თავადაა ავტორი და საკუთარი ბიოგრაფიული დეტალების გაზიარებით მაყურებელს თვითანალიზის თანამონაწილეს ხდის. სპექტაკლი სახელოვნებო ორგანიზაცია „ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორიის ფარგლებში დაიდგა.
გაერთიანებული ოპოზიცია „პოლიტიკური კრიზისიდან“ ერთად გამოსვლის მიზნით ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე, ანუ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აძლევს.
გიორგობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე სამებაში მივიდნენ. მათ პატრიარქისგან საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები მიიღეს. კანდიდატებმა სამების ტაძარი უკომენტაროდ დატოვეს.
ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალზე ქართულ პავილიონს პროექტი REARMIRRORVIEW Simulation is simulation, is simulation, is simulation…” წარადგენს. პროექტზე იმუშავეს მხატვარმა ანა ეძგვერაძემ (ანა კ.ე.) და კურატორმა მარგო ნორტონმა.
20 ნოემბრის ღამეს რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერების ე.წ. ანტიპლაკატები გააკრეს. „ნაცტერორისტები“, „შეუკვეთე წამება“ - შენობებზე ამ შინაარსის პლაკატები გაჩნდა. პლაკატები გააკრეს „ევროპული საქართველოს“ შტაბის მინებზეც. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
მარიამი სამ ქართველ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. ამ ჯილდოზე ნომინირებული ბავშვები სხვადასხვა კრიტერიუმით არიან გამორჩეულები. მარიამი აქტიური სოციალური საქმიანობის გამო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოდან შეკრებილ ასზე მეტ ბავშვს შორის.
ზაზა სარალიძემ სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ფეისბუქით მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ.
მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი