სოფიას ჯანჯაფილის იმერული ოდები საახალწლოდ
სოფია შუბითიძემ კონდიტერობა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. ერთ დღეს საჯარო სამსახურიდან წამოვიდა, კულინარიის აკადემიაში ჩააბარა და თავისი ბლოგიც დაქოქა. მისი ბლოგის მეგობრები კულინარიის სიყვარულმა უცებ გააერთიანა და როდესაც სოფიამ ჯანჯაფილის საახალწლო სახლების გამოცხობაში დახმარება ითხოვა, რამდენიმე გოგო მაშინვე მასთან გაჩნდა. სახლის შენებაც დაიწყო. ახალი წლისთვის ჯანჯაფილის სახლებს აქამდეც აკეთებდა, მაგრამ უფრო გავრცელებულ, კარამელიან და ფერად სახლებს აცხობდა. წელს კი გადაწყვიტა, რომ რატომაც არა, იყოს იმერული ოდა! და ქართული ჯანჯაფილის საახალწლო სახლიც ასე დაიბადა. სოფია ამბობს, რომ ამ საახალწლო დეორაციას სახლში სითბო და საახალწლო განწყობა შეააქვს და უკვე გამოცდილ რეცეპტს რადიო თავისუფლების მაყირებელსაც უზიარებს.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის