რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა ვაჩეიშვილი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაფასებლად მივიდა. მასშტაბური პროექტი, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს, ხელოვნებათმცოდნე პოლიტიკოსის შეფასებით, რესტავრაციის ყველა წესის დარღვევით მიმდინარეობს.
12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღინიშნა. 1919 წლის 12 მარტს საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12.12 სთ-ზე გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა.
„ჩუ“ თამაშია, რომელიც ჟესტურ ენას ასწავლის. ამ სამაგიდო თამაშის ავტორი სალომე წიქვაძეა, რომელმაც იდეის განხორციელებაში ძმაც ჩაითრია. თამაშის პრინციპი მარტივია - ბარათზე გამოსახული „ჩუმენის“ ინსტრუქციას უნდა მისდიო.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე ქართველ ბიზნესმენებს ამ დრომდე არ დაურღვევიათ დუმილი. მათი ეს სიჩუმე უკვე იქცა კრიტიკის საგნად - მაგალითად პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ მათ „ცეხავიკები“ უწოდა. რით აიხსნება მათი დუმილი და რის მოლოდინში არიან ისინი?
სიმონე ბოტა ველგემოდი პირველი პროფესიონალი ბალერინაა, რომელიც დაბადებიდან ყრუა. ცეკვაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, რაც კოხლეარული იმპლანტის დახმარებით იქცა რეალობად. სიმონე სამხრეთ აფრიკიდან თბილისში სმენის მსოფლიო დღისთვის ჩამოვიდა, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.
49 წლის ქალს ღვიძლი 54 წლის ბიძაშვილისთვის უნდა გადაენერგა. ექიმების განმარტებით, ქალი ვეღარ გაუწევს დონორობას ბიძაშვილს და რეციპიენტს მოუწევს ახალი დონორის მოძიება
"თბილავიამშენის" თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ, ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ მათ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. 120-მდე თანამშრომელი დაგიცვას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა 27 თებერვლიდან გაიყიდება.
საქართველში ვიტრაჟული ხელოვნება ძირითადად ვახტან ქოქიაშვილთან ასოცირდება. გალერეა Window Project-ში გამოფენილია ვახტანგ ქოქიაშვილის ფერწერული და 90-იანი წლების პოპარტის სტილის ნამუშევრები.
კრეატიულმა სააგენტომ Watergunz-მა ვიდეო გადაიღო და ამ გზით შეეცადა მიექცია ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება იმ პრობლემის მიმართ, რომ დღეს ქალაქში რამდენიმე ათეული ობიექტია, სადაც არასრულწლოვნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყიდულობენ ბასრ საგნებს.
რიოსეი სუგინაკა საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა - იაპონური ენის სასწავლებლად. ამასობაში კი თავადაც მშვენივრად ისწავლა ქართული ენა. ეგ კი არა, სვანურის სასწავლადაც იწევდა, მაგრამ დრო არ ეყო...
ლევან ბრეგაძე ლიტერატორია, მაგრამ სახლში წიგნების გარდა, ბევრი ქვაც აქვს მოგროვებული, უფრო სწორად, მამისგან დატოვებული. გეოლოგი სოლომონ ბრეგაძე ტყიბულსა და რაჭაში მუშაობდა და ქვებიც იქ შეაგროვა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქვები განსაკუთრებულ ისტორიას იძენს მათ ხელში, ვისაც მინერალების ცნობა შეუძლია.
დაახლოებით 20 წლის წინ, საშობაო მზადებისას, ტრადიციული რეწვის ოსტატმა ნანა სუხაშვილმა თავის პატარა შვილებს სიმინდის ფუჩეჩისგან თოჯინები გაუკეთა.
მარია შერეული საბრძოლო ხელოვნებით რონდა როუსის ვიდეოების ნახვის მერე დაინტერესდა და უკვე 2 წელია იბრძვის წესების გარეშე.
„საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია“ 2018 წლის შემოდგობაზე შეიქმნა. მასში 20-მდე ქალია გაერთიანებული და ცდილობენ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. მათ მიერ დაწურული ღვინო უმეტესად ექსპორტზე გადის.
თბილისში, საბჭოს მოედანთან, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, რომლის მრევლიც თავს პროტესტანად თვლის.
ჩვენ ვიყავით მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტანსაცმლის უმეტესობა ერთ ლარად იყიდება და გადავიღეთ სხვადასხვა სტილის, სეზონისა და გემოვნების ადამიანისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ნაკრები, რომელთა ფასები 5-დან 80 ლარამდე მერყეობს.
შტეფან შტრიკერი ბერლინელი მხატვარი და "ტრავესტი" არტისტია. 24 წლის იყო, როცა საპირისპირო სქესის ტანსაცმელი და პარიკი პირველად მოირგო და სასცენო ფიგურა, იუველია, შექმნა. მას შემდეგ ეს ფერადი და მხიარული ქალი მისი ცხოვრებისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
ამორტიზებული ქსელი, ექსპლოატაციის ნორმების დაუცველობა და საკანონმდებლო ხარვეზები პრობლემათა ეს ერთობლიობა წარმოშობს საფრთხეს. ეს საფრთხე მორიგ ჯერზე რეალობად იქცა 16 იანვარს, როდესაც დიდ დიღომში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, აფეთქების შედეგად კი 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ჩამოტვირთე მეტი