რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
მაღალმთიანი აჭარის სოფელ ბუთურაულის მოსახლეობას წვიმის მოსვლის ეშინია. წლებია სოფელი ღრმა ნაპრალებითაა დასერილი. 2 კვირის წინ ჯოჭოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აქაურები საპროტესტო აქციას აწყობენ და გასახლებას ითხოვენ.
უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია? როგორ ვატაროთ ნიღაბი სწორად? ბავშვები ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობენ.
„თინას სტუმრები“ მაკა კუკულავას პიესაა, რომლის განწყობაც ლუიზა ჩალათაშვილმა ვიზუალურად გადმოსცა. ეს ნამუშევარი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც თბილისის ფოტოფესტივალის წლევანდელ პროგრამაშია და რომლის დროსაც ქალები - ვიზუალური არტისტები და მწერლები - კარანტინის პერიოდში ერთობლივ ნამუშევრებს ქმნიდნენ.
4 ივლისს ორი წელი შესრულდა ხადის ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.
პირბადე, სოციალური დისტანცია, ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება
მარიამს და თათიას სმენასთან დაკავშირებით პრობლემები სხვადასხვა ასაკში გაუჩნდათ - მარიამს 5 წლის ასაკში ყურის ანთების შემდეგ დაუქვეითდა სმენა, თათიას დაბადებიდან არ ესმოდა. ახლა ორივე სრულწლოვანია, ორივე, წლებია, სმენის აპარატს ატარებს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები საუბრობენ 20 ივნისის მოვლენებზე - რა ხდებოდა 20 ივნისს? - რას მიაღწიეს 1 წლის თავზე? - რა ფასი ჰქონდა ამ აქციებს? - რას გეგმავენ ახლო მომავალში?
პატარა თეთრი სახვევი თვალზე ერთი წლის განმავლობაში მისი სახის ნაწილად იქცა. თვალის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ გიორგი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული ის დღეები იყო, როცა სამკურნალოდ გერმანიაში მიდიოდა.
20 ივნისს, როცა ყველას უკვე მოხვედრილი ჰქონდა თვალში ტყვია, მე მაშინ მომხვდაო, - ამბობს დავით ქურდოვანიძე, 21 წლის სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთია იმ დაშავებულებს შორის, რომლის პროტესტსაც მისი ჯანსაღი თვალი შეეწირა.
დავითი ერთ-ერთია 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთაგან, რომელიც პროტესტისას მიღებული ტრავმის გამო დღეების განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მკურნალობის პროცესი ახლაც გრძელდება - ისტორია, რომელსაც რადიო თავისუფლებას უყვება, ხანგრძლივი მკურნალობის და შიშით ცხოვრების გარდა იზოლაციის ამბავიცაა
რადიო თავისუფლების ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ უნდა მოხვდეთ სავაჭრო ცენტრებში და, სახელდობრ, რა წესების დაცვა მოგიწევთ.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. რაზე ოცნებობენ ბავშვები, რამდენად კარად იცნობენ მშობლები თავიანთ შვილებს და რა იციან ბავშვებმა თავიანთი უფლებების შესახებ.
COVID-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მეთორმეტეკლასელების გეგმები რადიკალურად შეცვალა. 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარს სკვერში მაისურებზე წარწერებით აღნიშნავენ.
მადონას არ უნდა თავის მოკვლა. მაგრამ მან მაინც იშოვა ბენზინი, თბილისის მერიასთან მივიდა, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მადონა კი საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ხარისხის დამწვრობით, სადაც 17 გრძელი დღე გაატარა. და ამ 17 დღის შემდეგ ის რადიო თავისუფლებას უყვება იმაზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი.
ლგბტქ თემის წევრები კითხულობენ ჰომოფობიურ გამონათქვამებს და საუბრობენ საზოგადოების დამოკიდებულებაზე, დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებზე.
გიორგი თავის მდგომარეობასა და რუსეთში არსებულ სიტუაცაზე (სხვადასხვა მედიის ცნობით, იქ საავადმყოფოებთან სასწრაფოების რიგი დგას, ჯანდაცვის სისტემას კი ექიმები არ ჰყოფნის) რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
მას შემდეგ, რაც განათლების სისტემა ონლაინსწავლებაზე გადავიდა, სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებს დისტანციურად სწავლას - მათ ან ინტერნეტი არა აქვთ, ან კომპიუტერი. მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ ერთვებიან ონლაინგაკვეთილებში კომპიუტერის უქონლობის გამო, მოხალისეები კომპიუტერებს აწყობენ.
პანდემია და პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი ყველაფერს შეეხო და შეეხო ნეგატიურად, დაზარალდა სახელოვნებო სფეროც. არტისტები ღიად საუბრობენ შეზღუდვებით გამოწვეულ პრობლემებზე.
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ახლა მას 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწევს. სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ წავიდნენ...
გსმენიათ რამე ე.წ. „საკარანტინო ხელოვნების“ შესახებ? დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ წამოწყებაზე გიამბობთ.
ჩამოტვირთე მეტი