რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ნაწილობრივ ან სრულმა იზოლაციამ ორ-ნახევარ მილიარდ მშრომელზე იქონია გავლენა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მშრომელთა, დაახლოებით, 80 %-ს შეადგენს. პანდემია შეეხო საქართველოს მოქალაქეებსაც. ბევრმა მათგანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელებისას შინაური ცხოველები საფრთხეს არ წამოადგენენ, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტზე კი წერია, რომ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ამ დრომდე არ დადასტურებული.
ჩაკეტილია საზღვრები და თითქმის არ არის ფრენა. მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ და სპეციალურად დანიშნულ რეისებს ელოდებიან. მარიუსმა თავისი მოგზაურობა 6 თვის წინ დაიწყო და საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა. როგორია კარანტინში ყოფნა, როცა შენთვის უცხო ქვეყანაში ხარ, არც ენა იცი...
სანამ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩომ საფუძველი ჩაუყარა ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება
მაყვალა 86 წლის პენსიონერია, რომელიც საკარანტინო წესებს მკაცრად იცავს. ორი კვირაა სახლიდან არ გადის და თუ გავა, ისიც მხოლოდ 20 მეტრს გაივლის, რომ ვარდებს დახედოს. ბებია სკოლის მასწავლებელი იყო სოფელში, მერე თბილისში უფროს ინჟინრად მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. „ახლა კორონამ მომისწროო“, - ამბობს.
ბესიკ თამლიანი გაბრაზებულია, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს - 4 აპრილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა და გათავისუფლება ისედაც მიწევდა, ხელისუფლებამ ამით ქულების დაწერა სცადა, მაგრამ არ გამოუვაო... 20 ივნისის მოვლენების გამო, ბესიკ თამლიანი 2-ჯერ იყო დაკავებული.
83 წლის თინა ჩუბუნიძე თბილისში მარტო ცხოვრობს. ახალმა კორონა ვირუსმა მისი ყოველდღიურობა შეცვალა.ცდილობს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გავიდეს გარეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი დრო აქვს კითხვისა და ფიქრისთვის. თინა ქართული და რუსული ენების მასწავლებელია.
ფოტოგრაფ ირინა აბჟანდაძეს ორი ფოტოგალერეა აქვს: ადამიანის ორგანოები და კოსმოსი, ადამიანის ორგანოები და არქიტექტურა. ავტორის თქმით, რთულია განასხვაო ამ ფოტოებზე მარსია აღბეჭდილი თუ ადამიანის თვალი; ეს ნამუშევრები აჩვენებს თუ როგორ ჰგავს მიკრო და მაკროსამყარო ერთმანეთს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში 1250 სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა. უსამსახუროდ დარჩა 3000 მძღოლი. დაიკეტა არაერთი რესტორანი, მაღაზია, ბაზრობა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გარეთ იქნებიან, სანამ შეძლებენ, რადგან მათ სახლში დარჩენის ფუფუნება არ აქვთ.
ბიზნესმენი გიორგი ნათენაძეს ბევრი საქმე აქვს და ახლა კორონავირუსისთვის ნამდვილად არ ეცალა, მაგრამ ვინ ჰკითხა?! 14 მარტს, საფრანგეთიდან დაბრუნებული, ქუთაისის აეროპორტიდან ის პირდაპირ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხვდა. როგორია მარტო ცხოვრება იზოლაციაში? - ამაზე გიორგი ნათენაძე თავად მოგვითხრობს.
ჩვენი თაზო "საოცრება" ხომ გახსოვთ? მას დღეს სმენის აპარატი დაუმაგრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სრულფასოვნად გაიგონებს და ეს მას განვითარებაში დაეხმარება. თაზოს წინ ბევრი ბრძოლა ელის, მაგრამ მისი მშობლები, მაია და გურამი ამბობენ, რომ ერთად ყველაფერს გადალახავენ.
„ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ - დავამხობო, სიტყვასიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ."
2019 წელს, 607 თანამდებობის პირიდან, ნახევარზე მეტმა დეკლარაცია არასწორად შეავსო.
სტელა ხალათიანი 13 წელია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში“ კონტროლიორად მუშაობს. მიწის ქვეშ მას თითო მორიგეობაზე 12 საათის გატარება უწევს. ჯიხური, საიდანაც ის ესკალატორს აკონტროლებს, ერთ კვადრატულზე ცოტა მეტია. მისი საქმიანობა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ სამეზობლო არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, აქციები გაგრძელდება.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში გაემგზავრა, თანასაკნელი შოთა ბიძინაშვილის სანახავად. გაფრინდაშვილი 49 დღის განმავლობაში ცხინვალის ციხეში იმყოფებოდა. მასთან ერთად 4 დღე საკანში გაატარა, ბერშუეთის მკვიდრმა შოთა ბიძინაშვილმა.
პოეტმა და პერფორმერმა ანდრო დადიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი და ჩარჩოში ჩასმული სალაროს 1.75 ლარიანი ქვითარი მიუტანა - სწორედ ამ ფასად შეძლო მისთვის უცნობმა ხანშიშესულმა კაცმა, საახალწლოდ, მაღაზიაში სამიოდე კვერცხის ყიდვა.
32 წლის გიორგი ფხალაძე პროფესიონალი გიტარისტია. გიტარის შესწავლა და ინსტრუმენტების დამზადება ერთდროულად დაიწყო.
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის გამო აქციებმა მოიცვა თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები. ხალხი დაღუპულის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს, რადგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოზარდი.
გრიმი, პომპეზური კაბა, მძიმე თავსაბური - კონტრ-ტენორ მიხეილ აბრამიშვილს თითქმის ერთი საათი სჭირდება იმისათვის, რომ გარდაისახოს და მაყურებელი იშვიათი ხმისა და კოსტიუმების დახმარებით ბაროკოს ეპოქაში გადაიყვანოს.
ჩამოტვირთე მეტი