რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა ამირან გამყრელიძეს და არსენ თხელიძეს, რომლებიც პოლიციამ 2 აპრილს რუსთავში დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაზე და მის ეკიპაჟზე თავდასხმის ბრალდებით. დაკავებულებს ასევე ბრალი ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მათზე ძალადობაში.
რუსთავის მერიამ ქალაქის ეზოების კეთილმოწყობა უკანონოდ კუსტარულად აგებული და უსახური ავტოფარეხების დანგრევითa და თვითნებურად გაშენებული ბაღ-ბოსტნების მოშლით დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სკვერები და საბავშვო მოედნები მოეწყობა.
რუსთავის ოცდამეხუთე ბაგა-ბაღში, შენობის სერიოზული დაზიანებების გამო, აღმზრდელობითი პროცესი ნაწილობრივ შეწყდა, მერვე ბაღი კი, იმავე მიზეზით, მთლიანად დაიხურა.
ქვემო ქართლის ქალაქებში უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია ტარდება. საუბრის თემაა რისკები როგორც სავიზო წესების დარღვევასა, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. პირველი ასეთი შეხვედრა რუსთავის მერიის შენობაში ჩატარდა.
ქვემო ქართლის საწარმოები ეკოლოგიურ ნორმებს არღვევენ, ამის გამო გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურმა სამმართველომ რამდენიმე საწარმო დააჯარიმა, ზოგი - სასამართლოს გზით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სააქციო საზოგადოება “აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართა.
რუსთავის საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“, რომელიც წელს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ცოტა ხანში კვლავ თავისი სტადიონი და საწვრთნელი ბაზა ექნება.
რუსთავის მერთან არსებული ინოვაციების ჰაბმა ქალაქის განვითარების ორწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო. დოკუმენტი პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მზადდება, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა.
რუსთავში არ არის მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, ამიტომ მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენა სადღესასწაულო დღეებში უწევთ ან მაშინ, როცა რუსთავის თვითმმართველობა რამე ღონისძიებას ატარებს.
რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შელახული ტყის სიახლოვეს, ჩაღრმავებულ ადგილზე, ისე, რომ გზის სავალი ნაწილიდან ვერც კი შეამჩნევთ, ცელოფნებისა და ტომრებისგან გაკეთებულ ქოხს გადააწყდებით. იქ კასპიდან ჩამოსული პისარენკოების ოჯახი ცხოვრობს.
რუსთაველები იაღლუჯის მთის დასავლეთ ფერდობზე გასულ საუკუნეში განაწილებული ნაკვეთების საკუთრებაში გადმოცემას ითხოვენ და აპირებენ შესაბამისი პეტიციით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართონ.
რუსთავის მერი ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ორი წლის წინ კოსტავას გამზირის რესტავრირებულ შენობებზე კვლავ ხარაჩოები დგას. საქმე ისაა, რომ აივნებიდან და შეღებილი კედლებიდან ბათქაში ცვივა.
რუსთავის მერიაში, ინვესტორების მოსაზიდად, ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებენ. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე რუსთავში გარე თუ შიდა ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება ან შემოდის ძალიან ცოტა რაოდენობით.
როგორ გავექცეთ უღიმღამო ყოველდღიურობას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენივე სადარბაზოებიდან და ლიფტებიდან იწყება? რუსთავში მცხოვრებმა მამა-შვილმა, ვახტანგ და დემეტრე მამარდაშვილებმა, ორიგინალურ გამოსავალს მიაგნეს - სადარბაზოს უჯრედი და ლიფტი ერთგვარ საგამოფენო სივრცედ აქციეს.
გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ ნორმებს ემყარება, 2018 წლის პირველი იანვრიდან რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელთა ანაზღაურება 65-70 პროცენტით გაიზარდა.
რუსთავი 20 დეკემბრიდან საახალწლოდ არის მორთული. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები თუ სკვერები ღამით მრავალფეროვანი დეკორაციებით ნათდება.
რუსთავის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელება, თუმცა ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
რუსთავის მერია თავის მიერვე დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციების, ე.წ. აიპების, შემცირებას აპირებს. ორი ასეთი სტრუქტურის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამიც ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
“აღმოსავლეთის პარტნიორობის” ესტონეთის ცენტრის ინიციატივითა და უკრაინის „კრიზისის მედიაცენტრის“ ორგანიზებით, კიევში საქართველოს ჟურნალისტების დელეგაცია იმყოფებოდა.
ჩამოტვირთე მეტი