რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
რუსთავის სკოლებს პერიოდულად სტუმრობენ სამართალდამცველები სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. ლაპარაკობენ, მაგალითად, ოჯახში ძალადობის პრობლემასა თუ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე.
ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, თითქმის ერთდროულად, ახლად არჩეულმა მერებმა თუ გამგებლებმა საზოგადოებას პირველი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ამცნეს - თავიანთი მოადგილეები წარადგინეს.
20 ნოემბერს რუსთავში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. მილოცვებისა და აპლოდისმენტის ფონზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიათა ხელმძღვანელები.
რუსთავში რამდენიმე დღის წინ დაიწყეს გერმანელ ტყვეთა საფლავების ძიება "გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ მიერ მოვლინებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ირაკლი ტაბაღუა მეშვიდეა, რომელიც რუსთავის ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. პროფესიით ფინანსისტმა პირველივე ტურში გაიმარჯვა რუსთავის მერის არჩევნებში, რომელიც ერთი თვის წინ ჩატარდა.
"მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 2016 წლის მარტიდან ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
რუსთავის თვითმმართველობის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით მოიგო. მან გაიმარჯვა მერობისთვის ბრძოლაში საკრებულოს არჩევნებში.
რუსთავის თვითმმართველობის არჩევნებში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს დებატებისთვის სხვადასხვა პლატფორმას სთავაზობენ, იქნება ეს ადგილობრივი ტელევიზია, სოციალური მედია თუ, უბრალოდ, თავისუფალი სივრცე.
რუსთავის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო სუბიექტებმა ადგილობრივ საოლქო კომისიაში კანდიდატთა დოკუმენტები წარადგინეს. რუსთაველები პირდაპირი წესით ქალაქის მერს აირჩევენ, აირჩევენ საკრებულოსაც. უკვე გაიხსნა საარჩევნო უბნები და წევრებით დაკომპლექტდა საუბნო კომისიები.
რუსთავში საბავშვო ბაგა-ბაღების მწვავე დეფიციტია, ასობით ბავშვი სკოლამდელი აღზრდის გარეშე რჩება, რაც, წლიდან წლამდე, მშობლების უკმაყოფილებას იწვევს.
2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთაველები პირდაპირი წესით აირჩევენ ქალაქის მერს. გარდა ამისა, ასევე აირჩევენ საკრებულოს 25 წევრს, მათ შორის, 10-ს მაჟორიტარული წესით.
რუსთავში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომლის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისა და სხვა სიახლეების შესახებ.
რუსთავში ხილბოსტნეული იყიდება ყველგან: ბაზრებში, სუპერმარკეტებში, პირდაპირ ტროტუარებზე და ეზოებშიც.
განვლილი კვირის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების მიმოხილვა.
ჩართულობის ცენტრს საკმარისი ტექნიკური საშუალება აქვს ბრიფინგებისა და დებატების მოსაწყობად, ცალკე სივრცე - ჟურნალისტების მუშაობისთვის როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
დღეს, 11 ივლისის საღამოს, რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი - ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი - მოქანდაკე მიიღებს.
ქვემო ქართლში მრავლადაა ისტორიული ძეგლები თუ ბუნების ღირსშესანიშნაობები, მაგრამ უცხოელი ტურისტები მაინც ყველაზე მეტად საქართველოს სხვა ადგილებს ეტანებიან.
საქართველოში პირველი კინემატოგრაფიული სეანსი ჩატარდა სათავადაზნაურო თეატრში 1897 წლის 16 ნოემბერს, 1904 წლისთვის კი თბილისში რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციობდა, მათ შორის„ილუზიონი”, „სკიფი” და „ურანი”.
8 ივნისს რუსთავის მე-11 მიკრორაიონში არსებულ წყალსატევში, რომელიც იქვე გამავალი მდინარე მტკვრით იკვებება, 9 წლის ბავშვი დაიხრჩო. ეს ტრაგედია ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა.
სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში საზოგადოებას წარუდგინა, 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს.
ჩამოტვირთე მეტი