რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
რუსთავის მერმა გამოსცა ბრძანება, შემოწმდეს მგზავრთა გადამზიდავი კომპანია „ინტერტრანსის“ მიმართ მერიაში შესული მოქალაქეების წერილობითი პრეტენზიები და ინტერნეტში გავრცელებულ პეტიციაში მოყვანილი ფაქტები.
1900-მდე ხელმოწერა შეგროვდა 24 ივლისს გავრცელებულ პეტიციაზე, რომლითაც რუსთაველები კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელებს მიმართავენ და „ისეთივე არაკომფორტული“ ყოველდღიურობის შექმნით ემუქრებიან, როგორიც მგზავრებს კომპანიის ტრანსპორტით სარგებლობისას ექმნებათ, თუკი მათი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა.
სტიქიაგადატანილ სოფელ კრწანისში, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს ემიჯნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, 23 ივლისს, დილიდან, სალიკვიდაცია სამუშაოები დაიწყეს. მაგისტრალის გასწვრივ არსებულ სარწყავ და სადრენაჟო თხრილებს იაღლუჯის მთის ფერდობებიდან წყალთან ერთად წამოსული ქვიშა-მიწისგან
ამერიკული ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ლეგენდარული მოთამაშეები რუთი ბოლტონი და შერი სემი ეწვივნენ რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიას და კოლონიის ბიბლიოთეკაში პატიმრებს საკუთარი სპორტული ბიოგრაფია გააცნეს.
შხამიანი გველის, გიურზას მიერ დაკბენილი ორი მამაკაცი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გაწერეს.
თბილისში გაიმართა სამხრეთ კავკასიის მე-15 მედიაკონფერენცია.
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 800 მეტრში მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორიდან გაუფილტრავი კანალიზაციის წყალი პირდაპირ მტკვარში ჩაედინება. მოსახლეობა ჩივის, რომ იქაურობა გაუსაძლისად ყარს და, ამასთან, სახიფათო გახდა.
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 800 მეტრში მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორიდან გაუფილტრავი კანალიზაციის წყალი პირდაპირ მტკვარში ჩაედინება.
რუსთავში საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებენ.
მარნეულში გაიმართა რაიან და ლორა სმითების და მათი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი.
რუსთავში 72 ქართველი მწერლისა და პოეტის ბანერი შარტავას მოედნამდეა გამოფენილი.
რუსთავის ქუჩებში გამვლელს, ძალიანაც რომ მოსწყურდეს, წყალს ვერ დალევს. წყურვილის მოსაკლავად, სადმე, ეზოში შესვლა, ან რუსთავის კულტურის და დასვენების პარკში ჩასვლა მოუწევს. არადა, კოსტავას გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთი წლის წინ დასრულდა და 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
რუსთავის ქუჩებში გამვლელს ძალიანაც რომ მოსწყურდეს, სასმელ წყალს ვერ დალევს. წყურვილის მოსაკლავად სადმე ეზოში შესვლა ან რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასვლა მოუწევს, სადაც სასმელი წყლის შადრევნები საკმაო რაოდენობითაა.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო ავტობუსები, მიკროავტობუსები, 3.5 და მეტი ტონა ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კი სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარნენ სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე 441-მა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.სულ გამოცდებს 600-ზე ოდნავ მეტი ადამიანი აბარებს, მათ შორის სტუდენტური გრანტის მაძიებელი და მაგისრანტობის პრეტენდენტები.
რუსთავის N22 საჯარო სკოლაში, სადაც რუსთავის საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, დასრულდა კონდიციონერების მონტაჟი იმ აუდიტორიებში, რომლებშიც აბიტურიენტები გამოცდებს ჩააბარებენ.
რუსთავში N19 მარშრუტის რვა მძღოლი აგრძელებს ერთი კვირის წინ დაწყებულ გაფიცვას.
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მოსაზღვრედ, ყოფილ სავენტილაციო ნაკეთობათა ქარხნის გვერდით, იქ, სადაც დანგრეული საწარმოო შენობების ნაკვალევს დღესაც შეამჩნევთ, განახლდა გერმანელ ტყვეთა საფლავების გათხრები. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ აყვანილ გერმანელთა საფლავებს ,,გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ინიციატივით იკვლევენ.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის, სამმა ორგანიზაციამ 18 ივნისიდან მაინც დაიწყო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი.
რუსთავში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვიან. ამ დრომდე დატბორილია სარდაფები, საიდანაც წყლის ბოლომდე ამოტუმბვა ვერ ხერხდება.
ჩამოტვირთე მეტი