მათ შორისაა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისდამი სისხლისსამართლებრივი დევნა სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით.
ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ სამი მაისისათვის, - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისათვის, - გამოქვეყნებულ ცნობებში წერს, რომ მათი ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს ინციდენტები, რომლებიც მოიცავს:
- ფიზიკურ ანგარიშსწორებას
- უკანონო დაკავებას
- გადაღების აკრძალვას
- საჯარო დაწესებულების შენობაში არშეშვებას
- ჯარიმას
- სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
აღრიცხული შემთხვევებიდან, როგორც ორგანიზაცია წერს,
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მოხდა 67 ინციდენტი;
- 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი.
რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას - ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, - წერს ორგანიზაცია, - და აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან - 85 ინციდენტი.
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი.
ამასთან, CMIS-ის თანახმადვე, ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი - მზია ამაღლობელი - დღემდე პატიმრობაშია.
- „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი თითქმის ოთხი თვეა პატიმრობაშია.
- ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, - რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
- პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
- ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.
მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარში საუბარია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე.
ასევე ნახეთ საიამ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართაამასთან, ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში - ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს, - მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მსოფლიო მედიის ინდექსში, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოაქვეყნა, საქართველო, 103-დან 114-ე ადგილზე ჩამოვარდა.
ასევე ნახეთ “როცა დაგჭირდებით, აღარ ვიქნებით” - რა ხდება როცა თავისუფალი მედია ქრება