„დავმარცხდი“ - ირაკლი კუპრაძე, თბილისის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატთან

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი კუპრაძემ, პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ „თბილისის გამოგლეჯის” გადაწყვეტილებით შევიდა, 4 ოქტომბერს 12,5% მიიღო.

დაარღვია ამ დღისთვის შექმნილი საკუთარი ფორმულაც „დილას არჩევნებზე, საღამოს აქციაზე“.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ 4-მა ოქტომბერმა საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი გააძლიერა, თუმცა კვლავ თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო.