ასეთ სურათს ხატავს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის საველე სამუშაოებიც ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში. ამ დროს უკვე დაკავებულები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ჯერ არ იყო „ლელოს“ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცნობილი.
სოციოლოგიური კვლევები ხშირად პოლიტიკური პარტიებისთვის გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება და არც თუ ისე ხშირად არ პასუხობს საზოგადოებაში ღიად დარჩენილ კითხვებს სწორი გამოსავალის თუ გამართლებული ბრძოლის ტაქტიკების შესახებ - კვლევის ავტორ იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად ვილაპარაკებთ საზოგადოების განწყობებზე და იმაზეც, როგორ ფორმირდება დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რამდენად მოწყვლადია საზოგადოება პროპაგანდის, დემონსტაციული ძალადობის და პოლიტიკური რყევების მიმართ.