როგორც პარტიაში აცხადებენ, ცვლილების მიზანია, გამოირიცხოს ამა თუ იმ პირის მიერ „მითვისებული ქონების ლეგალიზება“ - სასჯელის მოხდის შემდეგაც კი.
ამ ცვლილებას პარტია აანონსებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოების ფონზე.
რას ითხოვს კანონი?
ამჟამად საჯარო მოხელეებს ევალებათ, ყოველწლიურად ავსონ ქონებრივი დეკლარაციები.
ამ დეკლარაციებით ვლინდება, რა ქონებას ფლობენ (სახლებს, ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებს, საათებს, ანგარიშებზე თანხას და ა.შ.), ვინ ვის რა დიდი მოცულობის თანხა აჩუქა და სხვა დეტალები.
თუკი ადამიანმა თანამდებობა დატოვა, შესაძლოა, მომდევნო წელს მაინც მოუწიოს წინა წლის დეკლარაციის შევსება (თუკი საანგარიშო წლის რომელიმე პერიოდში იკავებდა რაიმე თანამდებობას).
სწორედ ამ დეკლარაციებზე დაყრდნობით იკვლევენ კორუფციის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ამა თუ იმ თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებს.
შესაძლოა, დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია რაიმე ფორმით სისხლის სამართლის საქმეშიც გამოიყენონ.
ასევე ნახეთ სუსმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც- ამის უახლესი მაგალითია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად მიჩნეული ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე.
- 11 სექტემბერს, როდესაც სუსმა ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა, მიუთითა, რომ მან „544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით“, თავის საკუთრებაში არსებული ქონება არ მიუთითა 2025 წლის მარტში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას.
ამჟამად დეკლარაციებს კურირებს „ანტიკორუფციული ბიურო“, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე
რა იცვლება დეკლარაციებში?
ცვლილებები დღეს, 2025 წლის 16 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სადავო პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააცნო საზოგადოებას.
მისი 4-წუთიანი ბრიფინგი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ საგანგებო გამოშვებით გააშუქა.
მან განაცხადა, რომ გარკვეული კატეგორიის თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა მომდევნო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოუწევთ.
ეს ცვლილება არ ეხება ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თანამდებობრივად უკვე ეკუთვნით დეკლარაციების შევსება.
როგორც კირცხალიამ განმარტა, ვალდებულება წარმოიშობა „იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი“.
განაჩენი უნდა უკავშირდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ „სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულებს“.
ასეთ დანაშაულებში შედის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გადამეტება, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა და ა.შ...
ცვლილებები დაგეგმილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში.
ირაკლი კირცხალია
ვის შეეხება?
30 წლის განმავლობაში დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნებათ შემდეგი კატეგორიის ადამიანებს:
- პოლიტიკური თანამდებობის პირებს,
- საჯარო მოხელეებს,
- ა(ა)იპ-ში დასაქმებულებს,
- სსიპ-ებში დასაქმებულებს,
- სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულებს.
2023 წლის მონაცემებით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდა 6,7 ათასზე მეტ საჯარო მოხელეს.
ასევე ნახეთ ვინ დამალა ქონება? - ანიტკორუფციულმა საჯარო მოხელეების სია არ გამოაქვეყნა„გზავნილი“ კორუფციაში ჩართულთათვის
„ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში ჩართულობით სავარაუდო სარგებლის მიღებაზე ... არიან ორიენტირებულნი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია „ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან“.
„ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ეს „ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს“.