20 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ორგანიზაციის, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“, დირექტორი იასმინ პამუკი. ფონდი თბილისში საერთაშორისო კონფერენციას მართავს სახელწოდებით „სამხრეთი კავკასია: თავისუფლების, მშვიდობის და კეთილდღეობის პერსპექტივები". ფონდმა სამხრეთ კავკასიაში მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. სტუმარი საუბრობს იმაზე, თუ რა არის ფონდის მთავარი მისია, რა პროექტებს ახორციელებს ფონდი და რა მიღწევები აქვს დღემდე.